"იცი, როგორი იყო ჩემი შვილი 6 თვის უკან? სადმე თუ გამოჩნდებოდა, ყურს დავუგდებდი ხოლმე, აბა, ამ ადგილიდან სიცილს როდის გავიგონებ-მეთქი"
"ერთი წაკითხვა და ტექსტი ლამის ზეპირად იცოდა... ასეთი შვილი სულ ერთ თვეში ისე მომექცა, 10 წაკითხვითაც ვეღარაფერს იმახსოვრებდა…"
"საოპერაციოდ ვერ შევეხებით, შეიძლება მაგიდაზე დაგვრჩეს, არადა, ტვინში წყალი აქვს უკვე ჩამდგარიო"
ილია კილასონია ჩოხატაურში ცხოვრობს, სულ 40 წლის არის, მაგრამ როცა საუბარს წყვეტს, ყრუდ ამბობს, - ალბათ ძალიან დიდი ხანი ვიცოცხლე, რადგან იმ დღეს მოვესწარი, შვილი მიკვდება და ვერ ვშველი - ამას არ უნდა მოვსწრებოდიო. მე კი სანუგეშო სიტყვა არ მაქვს, - რა უნდა ვუთხრა, - კაცი ლამაზ და ჭკვიან შვილს 16 წელიწადი შეჰხაროდა და შეჰყურებდა, ახლა კი იმას შეჰყურებს, ხელიდან როგორ ეცლება. მე კი ასეთ ამბებს ალბათ არ უნდა ვწერდე - გაუსაძლისი მწუხარების მოწმეებად არ უნდა გაქცევდეთ, მაგრამ როცა ის, ვისაც სიცოცხლე ჯერ არ დაუწყია, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა და დახმარება შეიძლება, სხვა რა უნდა გავაკეთო?
ილია კილასონია:
- იცი, როგორი იყო ჩემი შვილი 6 თვის უკან? სადმე თუ გამოჩნდებოდა, ყურს დავუგდებდი ხოლმე, აბა, ამ ადგილიდან სიცილს როდის გავიგონებ-მეთქი, - სიცოცხლით ავსებდა ყველაფერს, სადაც კი ფეხს დაადგამდა… მე და დედამისი ვუჯავრდებოდით, - რას აიკელი ყველაფერი, დაწყნარდი, დამშვიდდი, სახლში დაჯექი და იმეცადინეო. რას გადამეკიდეთ, რაც დამილაგეთ, იმ წიგნებს ზეპირად მოგიყვებითო! ჩვენც გავჩუმდებოდით, რადგან მართლანიჭიერი იყო, - ერთი წაკითხვა და ნებისმიერი ტექსტი ლამის ზეპირად იცოდა... ასეთი შვილი სულ ერთ თვეში ისე მომექცა, 10 წაკითხვითაც ვეღარაფერს იმახსოვრებდა… მივუჯდებოდი და თვალებში გაოგნებული მივჩერებოდი, რა მოუვიდა-მეთქი! დაბნეული მეუბნებოდა, რა ვქნა მამა, ვკითხულობ, მაგრამ ვერაფერს ვიგებო, თავბრუ მეხვევაო… თან თვალებში იმხელა ნაღველი ჰქონდა, ამის ყურება არ შეიძლებოდა. სახლში ყველა ნერვიულობით დაგვხოცა. პირველად ეს ყველაფერი შემთხვევითი გვეგონა, რას მივხვდებოდი, ჩემს თავზე რა ჯოჯოხეთი ტრიალებდა. ვფიქრობდი, ალბათ იღლება, რადგან მართლა ბევრს კითხულობს-მეთქი; მაგრამ ერთხელაც ფეხბურთის ყურებისას 9 საათზე რომ თქვა, - მეძინება, მეტი აღარ შემიძლიო, დედამისი მოვიდა და მითხრა, - ხვალვე ქუთაისში უნდა წავიდეთ, ვიტალის მაგნიტური ტომოგრაფია გავუკეთოთო, - ფეხურთი ისე უყვარდა, მაგის დაღლა წარმოუდგენელი იყო, დილამდეც უყურებდა ხოლმე… ჩემი ცოლი ექიმია, მაგრამ რომელი დედა დაუსვამს შვილს იმ დიაგნოზს, რაც ქუთაისში გვითხრეს, როცა ვიტალის მაგნიტური ტომოგრაფია ჩაუტარეს - იმ ადგილზე, სადაც თავის ტვინიდან ზურგის ტვინში სითხე გადაედინება, 2-სანტიმეტრინი სიმსივნეა, სითხის მილს აწვებაო. თურმე ამიტომ შეიცვალა ჩვენი შვილი, - სიმსივნე ისეთ ადგილზე ჰქონია, ის თავბრუსხვევასაც იწვევს, მეხსიერების დაკარგვასაც და დანაღვლიანებასაც. ჩვენ ჩოხატაურში ვცხოვრობთ, ქუთაისიდან აღარც კი მივბრუნებულვართ სახლში, თბილისში ისე წავედით. იქ გვითხრეს, - კისტა ისეთ ადგილზეა, საოპერაციოდ ვერ შევეხებით, შეიძლება მაგიდაზე დაგვრჩეს, არადა, ტვინში წყალი აქვს უკვე ჩამდგარი, შულტირება უნდა გაკეთდეს, ხერხემლისა და ზურგის ტვინს შორის შულტს ჩავდგამთ, რათა სითხემ იმოძრაოსო. ამ დიაგნოზმა დაგვხოცა. - 23 წლისა დავქორწინდით, სამი შვილი გვყავს, ვიტალი ჩვენი პირველი სიხარულია, შვილებზე ფიქრს ყოველთვის მისგან ვიწყებდით, ახლაც ასეა, მაგრამ ახლა მარტო იმაზე ვფიქრობთ, როგორ ვაცოცხლოთ…
- შულტირების ოპერაცია გაუკეთეთ?
- გავუკეთეთ, თბილისში. თავისთავად, ეს ოპერაციაც შოკი იყო, ჩემს საღ-სალამათ შვილს თავში ხელოვნური აპარატი უნდა ეტარებინა, მაგრამ სხვა გზა არ იყო და თავს ვუთხარი, ოღონდ იცოცხლოს და მე ხომ მის გვერდით ვიქნები, ფეხზე დავაუყენებ-მეთქი; მაგრამ ფეხზე დაყენება კი არა, სამი თვის შემდეგ, ბავშვი საერთოდ გაითიშა, საწოლიდან ვეღარ დგებოდა… თურმე ჩადგმულ შულტის აპარატს ტვინის ორივე ნახევარსფეროში სისხლჩაქცევები გამოუწვევია. ექიმებმა, - ასეთი რამ იშვიათად ხდება, 2 პროცენტშიო. ჩემი შვილი იმ 2 პროცენტში აღმოჩნდა… მეორე ოპერაციაზე თავის ორივე ნახევარსფერო გაუხვრიტეს და სისხლჩაქცევები გამოიღეს… ერთი თვე უგონოდ უგონოდ იწვა, არ ვიცოდი, თვალს გაახელდა თუ არა. მაგრამ მოხდა სასწაული და სიარული ჩვილი ბავშვივით დაიწყო. ვაჟკაცი შვილი მყოლია, რომ ეს ტკივილები ვერ მოერია. ასე მგონია, ამ ვაჟკაცობით მისი ბედისწერაც უკან დაიხევს, - თურქეთში გავაგზავნეთ მისი საბუთები და პასუხები რომ მოგვივიდა აჯინაადის კლინიკიდან, - სიმსივნეს ჯერ დავაპატარავებთ და მერე ამოვჭრითო, მე და დედამისს სიკვდილი გვინდოდა, ახლა აღარ გვინდა… ახლა ამისთვის ფული სჭირდება ჩემს შვილს და ყველაფერს ვყიდი, რაც გამაჩნია, სახელმწიფოც მეხმარება, მაგრამ ყველამ იცის რომ ეს ზღვაში წვეთია. არავის ვუსურვებ, ეს სიმწარე გამოსცადოს, მაგრამ მე მუხლებზე ვიხოხებ და მანამდე ვიმათხოვრებ, სანამ შვილისთვის ფულს არ ვიშოვი… არადა ამას თუ როდესმე გავიფიქრებდი, ვერასოდეს წარმოვიდგენდი. ახალა ყველაფერი სულ ერთია ჩემთვის, ოღონდაც შვილი გადავარჩინო… დაჩოქილი გთხოვთ პატიებას რომ გთხოვთ და გაწუხებთ, მაგრამ დამეხმარეთ და შვილი გადამარჩენინეთ…
ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)
ილია კილასონია 595402604
ანგარიშის დეტალები---------------------------------------------------------
ანგარიშის მფლობელი (მიმღები): ილია კილასონია
ანგარიშის ნომერი: GE16LB0711147188857000
ანგარიშის ვალუტა: GEL/USD/EUR--მულტისავალუტო ანგარიში
მფო: 220101460
მიმღები ბანკის დასახელება და მისამართი: ს.ს. „ლიბერთი ბანკი“
ი.ჭავჭავაძის გამზირი 74
თბილისი, 0162, საქართველო
მიმღები ბანკის SWIFT კოდი: LBRTGE22
შუამავალი ბანკები:
აშშ დოლარის გადარიცხვებისათვის (ვარიანტი1)
Intermediari Bank Name & Adress: Deutsche Bank Trust Company Americas
New York, USA
Intermediari Bank SWIFT Code: BKTRUS33
Correspondent Account Number: 04422999
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
აშშ დოლარის გადარიცხვებისათვის (ვარიანტი2)
Intermediari Bank Name & Adress: Commerzbank AG
Frankfurt, Germany
Intermediari Bank SWIFT Code: COBADEFF
Correspondent Account Number: 400-8864068-00
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ევროში გადარიცხვებისათვის (ვარიანტი1)
Intermediari Bank Name & Adress: DeutscheBank AG
Frankfurt, Germany
Intermediari Bank SWIFT Code: DEUTDEFF
Correspondent Account Number: 100-9477233-0000
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ევროში გადარიცხვებისათვის (ვარიანტი2)
Intermediari Bank Name & Adress: Commerzbank AG
Frankfurt, Germany
Intermediari Bank SWIFT Code: COBADEFF
Correspondent Account Number: 400-8864068-00