Express News

ტაბულას ორი თანამშრომელი დააკავეს



დააკავეს ტაბულას თანამშრომელი. როგორც ამბობენ, ინფორმაცია ჰქონდათ რომ იარაღით იყო და წინააღმდეგობა გაწია. 

გაირკვა რომ იარაღი არ ჰქონიათ. 

მაგრამ ვიცი რომ: 

1. არ უშვებენ ადვოკატს, რაც ცხადია მისი უფლების უხეში დარღვევაა – საათნახევარია ტაბულას ადვოკატი უხსნის პოლიციას რომ იქ მისი უფლებების დასაცავადაა მისული და არ უშვებენ.

2. პოლიციელები არიან მთვრალები (როგორც ჩანს ჭიკაიძის შსს-ს ტრადიციად იქცა მთვრალი პოლიციელები)
3. მას შემდეგ რაც აღმოჩნდა რომ პოლიციელები არიან მთვრალები, ტაბულას იურისტმა დარეკა შსს-ში და გამოიძახა გენინსპექცია. საათნახევრის განმავლობაში გენინსპექცია არ გამოჩნდა.
4. ორი ადამიანი ვინც ახლდა ტაბულას თანამშრომელს არის ნაცემი.
5. ახლა გამოიყვანეს პოლიციიდან ტაბულას თანამშრომელი, არ მიაკარეს ადვოკატი და მიყავთ ნარკოლოგიურში.
გადამღები ჯგუფი იქ არის და ყველაფერს ვიღებთ.
6. ვიზრუნებ რომ ამის შესახებ გაიგოს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, ყველა საელჩომ. ცხადია, ვაჩვენებ ვიდეომასალასაც.
თამარა ჩერგოლეიშვილი

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT