Express News

კახი კალაძის უცნობი სიყვარულის ისტორია



ყოფილმა “მის უკრაინამ” ნატალია ვორონამ, ერთ-ერთ უკრაინულ გამოცემას, კახა კალაძესთან რომანის შესახებ უამბო. ნატალია ვორონამ, კალაძე მაშინ გაიცნო, როდესაც ქართველი ფეხბურთელი კიევის “დინამოში” თამაშობდა.


- ნატალია კახა სად გაიცანით?
- ჩვენი გაცნობა საკმაოდ საინტერესოდ შედგა. ერთ-ერთ კიევურ რესტორანში ბილიარდს ვთამაშობდი იანა მელაძესთან ერთად. როდესაც სახლში უნდა დავბრუნებულიყავი, კალაძემ საკუთარი ავტომანქანით წაყვანა შემთავაზა. თუმცა, მე უარი ვუთხარი და გამვლელი ავტომანქანის გაჩერება მოვინდომე, მაგრამ ისე მოხდა, რომ არცერთმა მძღოლმა არ გამიჩერა. ამ დროს კი, წვიმა წამოვიდა და იძულებული გავხდი კახას შეთავაზება მიმეღო. მას შემდეგ, 6 წელი არ დავშორებულვართ.

- ბევრი თქვენს ურთიერთობას როგორც ზღაპარს ისე აღიქვამს...

- არავითარი ზღაპარი არ ყოფილა. ეს ურთიერთობა ტრაგიზმის ზღვარზე ვითარდებოდა. ჩვენ ერთად გადავიტანეთ მისი ძმის გატაცებითა და მკვლელობით გამოწვეული საშინელი დეპრესია. იმ პერიოდში, იგი ზოგჯერ ვერც საუბრობდა ხოლმე და საკუთარი ტკივილის სიტყვებით გადმოცემა არ შეეძლო. იმ დროს კახა იტალიაში სათამაშოდ ახალი გადასული იყო და ადაპტაციის პერიოდს გადიოდა. ჩვენ ერთად ვცხოვრობდით სასტუმროში. მოგვიანებით მივხვდი, რომ ამ შემთხვევამ ჩვენი ბედი დაანგრია.

- დეპრესიიდან გამოსვლა როგორ მოახერხეთ?

- კახამ პარიზში წამიყვანა. იგი უბრალოდ მოვიდა და მითხრა – “წავედით ძვირფასო”. მე არ მიკითხავს სად ან რისთვის მივემგზავრებოდით. მას სურდა ჩემთვის დღესასწაული ეჩუქებინა, რაზეც უარის თქმა შეუძლებელი იყო. პარიზში რამდენიმე დღე გავატარეთ.

- ფეხბურთელთან ურთიერთობა რთულია?

- მუდმივად მიწევდა მისი ლოდინი, თუ როდის დაბრუნდებოდა ვარჯიშიდან ან შეკრებიდან. ერთად ხშირად დავდიოდი სტადიონზე. მართალია, ფეხბურთში კარგად ვერ ვერკვევი, მაგრამ კახას ყოველთვის გულმხურვალედ ვქომაგობდი

- კალაძემ საკუთარი ოჯახი თუ გაგაცნოთ?

- არა. საქართველოში არასოდეს ვყოფილვარ. მას ჩვენი ურთიეთობა მშობლებისთვის არ გაუმხელია. როლი ქვეყნების კულტურებს შორის განსხვავებამაც იქონია. მე, მასზე ასაკით უფროსი ვიყავი, განათხოვარი, ბავშვიანი, ხოლო ყოფილი ქმარი, რომელიც დეპუტატი გახლდათ, ყოველთვის ცდილობდა ჩემთვის ხელი შეეშალა. კახი ძალიან თავშეკავებულია და ხალხში თავის ემოციებს არ ავლენდა. საზოგადოებაში ჩემთვის ხელის ხელზე მოკიდებასაც კი ერიდებოდა, რათა სხვებს არ ეფიქრათ, რომ ძალიან იყო შეყვარებული და მასზე გავლენა მქონდა.

- კახას რთული ხასიათი აქვს?

- ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით კალაძე “თევზია”, რომლებისთვისაც ორმაგი სტანდარტია დამახასიათებელი. მიუხედავად ამისა, ერთ რამეში დარწმუნებული ვარ –ის ძალიან კეთილი და მზრუნველი ადამიანია. თუმცა, რაიმე განსაკუთრებული საჩუქარი ჩემთვის არასოდეს გაუკეთებია.

- ერთმანეთს რატომ დაშორდით? 

- მსურდა, რომ იგი მოქცეულიყო როგორც დიდი ადამიანი. მე, ოჯახის შექმნა და ბავშვების ყოლა მინდოდა. თუმცა, მისი ძმის ტრაგედიის შემდეგ, ყველაფერმა მეორე პლანზე გადაინაცვლა. ის ახალგაზრდა იყო და პასუხისმგებლობას გაურბოდა. უკეთესი იქნებოდა თუ კალაძე “არას” პირდაპირ მეტყოდა და ჩვენ ერთმანეთს მეგობრულად დავშორდებოდით.ის უბრალოდ ვერ ხვდებოდა ჩემს ცხოვრებაში რა ადგილი ეკავა. ამიტომ, დაშორების ინიციატორი მე გავხდი

- ცოტა ხნის წინ, კახამ დაბადების დღე უკრაინაში, კიევში გადაიხადა.არ მიულოცეთ?

- მაშინ, კიევში არ ვიყავი. კახას დავურეკე და სიყვარულთან ერთად, ბედნიერება ვუსურვე.

- ის თუ გილოცავთ დღესასწაულებს?

- დაბადების დღეზე ორი, თითქმის ერთნაირი ყვავილების თაიგული მივიღე – 25 თეთრი ვარდი ჩემმა პირველმა ქმარმა მაჩუქა, ხოლო 25 წითელი ვარდი -კახამ


კახი კალაძის უცნობი სიყვარულის ისტორია
კახი კალაძის უცნობი სიყვარულის ისტორია
კახი კალაძის უცნობი სიყვარულის ისტორია
კახი კალაძის უცნობი სიყვარულის ისტორია
კახი კალაძის უცნობი სიყვარულის ისტორია



About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT