მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში, სადაც დღეს, 13 მაისს პირველი წირვა ჩატარდა, მრევლს პატრიარქთან და მთავრობის წევრებთან ერთად შესვლის საშულება ამჯერადაც არ მიეცა.ათასობით მორწმუნე, რომელიც დილის 8 საათიდან თბილისში, მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში პირველ წირვაზე მივიდა, ეკლესიაში მხოლოდ მას შემდეგ შეუშვეს, რაც პატრიარქმა და მთავრობის წევრებმა მახათას მთის ტერიტორია დატოვეს [დაახლოებით, 12 საათი].
რკინის კონსტრუქციებს, რომლითაც ეკლესიაში შესასველი ეზო მრევლისგან შემოსაზღვრეს, ქვეყნის შეიარაღებული ძალები იცავდნენ.
რამდენიმე მათგანი სიმჭიდროვის გამო შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდა.
პატრიარქის გარდა, მახათას მთაზე პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რამდენიმე მინისტრი [მათ შორის, თეა წულუკიანი] და თბილისის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან", დავით ნარმანია იმყოფებოდნენ. მშენებარე ეკლესიაში პირველ წირვას ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლეც დაესწრნენ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12-19 მაისს "ღვთისმშობლის თაყვანისცემის კვირეულს"აღნიშნავს, რომლის ფარგლებში სიმპოზიუმი გაიმართება მარიამ ღვთისმშობლის თემაზე.
მართლმადიდებელი ეკლესიის ცნობით, სიმპოზიუმში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს მსოფლიოს 14 ქვეყნიდან ეწვევიან ღვთისმსახურები და მეცნიერები. კვირის განმავლობაში სტუმრები ღვთისმშობელთან დაკავშირებულ წმინდა ადგილებსა და სიწმინდეებს მოილოცავენ. ამ სიმპოზიუმის ფარგლებში დღეს მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში წირა პირველად აღევლინა
.