Express News

კირნათში დღეს თენგიზ კიტოვანი მოსახლეობას შეხვდა, კიტოვანი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და ხეობაში საპროტესტო აქციების ჩატარებას გეგმავს



ხელვაჩაურში, საზღვრისპირა სოფელ კირნათში მოსახლეობის ნაწილი თურქ მესაზღვრეებს უფლებების შელახვაში ადანაშაულებს. ცინცაძეების ოჯახი ირწმუნება, რომ 30 მაისს კუთვნილ საკარმიდამო ნაკვეთში მუშაობის საშუალება არ მისცეს და ადგილიდან გააძევეს.

მათი მტკიცებით, 10-მდე შეიარაღებული თურქი მესაზღვრე საქართველოს ტერიტორიაზე გადმოვიდა და ხალხი ალყაში მოაქცია, თუმცა, სიტუაცია ადგილზე ქართველი მესაზღვრეების მისვლის შემდეგ განიმუხტა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მდინარე ჭოროხის მეორე ნაპირზე, საზღვრის მიმდებარედ, სავარგულებს წლებია ამუშავებენ და მსგავსი პრობლემა არასოდეს შექმნიათ.
კირნათში დღეს თენგიზ კიტოვანიც გამოჩნდა, რომელიც მოსახლეობას შეხვდა. ის ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და ხეობაში საპროტესტო აქციების ჩატარებას გეგმავს. თურქი მესაზღვრეების მიერ საზღვრის გადმოკვეთის ფაქტს არც სასაზღვრო უწყება ადასტურებს.


About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT