მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებს სამების საკათედრო ტაძრიდან სამთავროს დედათა მონასტერში სამშაბათს გადააბრძანებენ.
ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღევანდელი ქადაგებისას ბრძანა.
როგორც უწმინდესმა აღნიშნა, 1 აპრილს, 17:00 საათზე ღირსი მამა გაბრიელის ნეშტი სამთავროს დედათა მონასტერში იქნება გადასვენებული, სადაც ის მოღვაწეობდა.
უწმინდესმა დღეს სხვა ადამიანის განკითხვაზე იქადაგა. მისი თქმით, ვინც განიკითხავს, თვითონ ვარდება ცოდვაში.
მისივე თქმით, ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა ადამიანი განსაკუთრებით ხედავს სხვის ცოდვებს, განკითხვაშია და თავის ცოდვებს ვერ ხედავს.