Express News

გამოკითხულთა 42% მიიჩნევს, რომ „რუსთავი2“ „ნაციონალური მოძრაობის“ ინერესებს გამოხატავს

აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 42% მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი2“ - ის გადაცემები საქართველოს პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ, „ნაციონალური მოძრაობის“ ინერესებს გამოხატავს.

ინტერვიუერთა 20% თვლის, რომ „რუსთავი2“ არცერთი პოლიტიკური მოძრაობის ინტერესებს არ გამოხატავს, 2% ფიქრობს, რომ „რუსთავი2“ „ქართული ოცნების“ ინტერესებს გამოხატავს, 35%-ს ამასთან დაკავშირებით პასუხი არ აქვს, 1% კი კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავს იკავებს.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები, 23 ივლისიდან 7 აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,338 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.9%-ია.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT