“ირაკლი ზაქარეიშვილი გახლავთ ახალაიების ადვოკატი და ამავდროულად,იმ პირის ადვოკატი, რომელმაც ახალაიას წინააღმდეგ ჩვენება მისცა, ეს წარმოუდგენელია“, - ეს განცხადება ადვოკატმა ირმა ჭკადუამ გადაცემა „ რეაქციაში“ გააკეთა. მისი განმარტებით , თუ ადვოკატმა ზაქარეიშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფთან კონსპირაციულ შეხვედრაზე ნახა, რომ მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა, ექსპერტიზის ჩატარება მაშინვე უნდა მოეთხოვა.
„მე, როგორც ადვოკატი, ვამბობ, თუ ჩემს კლიენტს კონსპირაციულად შევხვდი და დავინახე, რომ მას სხეულზე აქვს დაზიანებები, არ დავიწყებ ომის დროინდელი ისტორიების მოძიებას. თქვენ მაშინვე უნდა დაგეყენებითა ექსპერტიზის საკითხი.
თქვენ მის ტანზე რომ გენახათ დაზიანებები, დარწმუნებული ვარ, ვერც ერთი ტელეეკრანიდან ვერ ჩამოგხსნიდნენ, თქვენ მას გააშიშვლებდით ყველას თვალწინ“, - განაცხადა ირმა ჭკადუამ გადაცემა „რეაქციაში“.
შეგახსენებთ, რომ მთავარ პროკურატურაში გამართული მორიგი საგანგებო ბრიფინგის შემდეგ, თათუხაშვილის ოჯახის ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ სამართალდამცველების მიერ წარმოდგენილი სასამართლო-სამედიცინო დასკვნა არ შეესაბამება სიმართლეს. ადვოკატმა გადაცემა „რეაქციაში“ მათ მიერ ჩატარებული სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა წარადგინდა და განაცხადა, რომ შალვა თათუხაშვილის სხეულზე მიყენებული დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია.