Express News

ნიკოლაიშვილი ზაქარეიშვილის პროფესიულ შეცდომებს ასახელებს


ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ ირაკლი ზაქარეიშვილს თათუხაშვილის საქმეში უხეში შეცდომები აქვს დაშვეული და „ახლა მას კომპლექსები აწუხებს, რომ ეს გამჟღავნდება“.
„მან როგორც ადვოკატმა შეცდომები დაუშვა, მოდის ადამიანი რომელიც გეუბნება: ვარ სასტიკად ნაცემი, და ზაქარეიშვილი არ ეუბნება რომ მაჩვენე ეს დაზიანებები, რომ მე ან სურათი გადაგიღო, ან ექსპერტიზა ჩავატარო და ახსნა არის ის, რომ მე მომერიდა იმისი, რომ როგორ მეთქვა ეს, არადა ეუბნება ფსიქიატრიულ ექპერტიზას დაგინიშნავო, კაცს ეუბნება შენ ნორმალური ხარ თუ არაო იმის არ მოერიდა და კაცი ეუბნება მაწამესო და არ ეუბნება მაჩვენეო“,- განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.
მისივე თქმით, თათუხაშვილს ერთი დაზიანება ხელზე აქვს და ეს მას აუცილებლად უნდა შეემჩნია. ნიკოლაიშვილი მიიჩნევს, რომ ამ ხარვეზის გამო ყველაფერს აკეთებს ზაქარეიშვილი, რათა ეს შეცდომა გადაფაროს.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT