პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე არ გამორიცხავს, რომ შალვა თათუხაშვილი „ახალაიებმა გაიტაცეს და აწამეს“.
კობახიძემ ეს განცხადება გადაცემა „რეაქციაში“ უმცირესობის წევრის პავლე კუბლაშვილის განცხადების საპასუხოდ გააკეთა.
„ვიცით, რომ თათუხაშვილის სახლს უძრავი გისოსები იცავს. შესაბამისად, ვერ გაძვრებოდა და იმედი მაქვს ბატონი შოთაძე საკუთარ თავზე ჩაატარებს ექპერიმენტს. გამოდის, რომ თათუხაშვილი გამოსულია იმავე ან გვერდით კარიდან და ისევ არის მოხვედრილი იმ მანქანასთან სადაც იყვნენ პროკურორები, ანუ ისევ იმ მანაქანაში ჩაჯდა... სად წაიყვანეს?“, - განაცხადა კუბლაშვილმა.
„იქნებ ახალაიაიებმა ჩასვეს მანქანაში წაიყვანეს და აწამეს“, - უპასუხა კობახიძემ.
newposts.ge