ირაკლი სესიაშვილი: თათუხაშვილი პროკურატურამ ვერ დაიცვა
უმრავლესობის წევრის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, პროკურატურამ შეცდომა დაუშვა, რადგან ე.წ. ნავთლუხის სპეცოპერაციის საქმეზე მთავარი მოწმე ვერ დაიცვა.
ამის შესახებ სესიაშვილმა გადაცემა „პოზციაში“ განაცხადა.
„ლოგიკურად რომ მივყვეთ, საქმე გვაქვს იმასთან, რომ თათუხაშვილი ბრალდების მთავარი მოწმე იყო. თათუხაშვილი იყო ერთ-ერთი მთავარი მოწმე ნავთლუხის სპეცოპერაციის. პროკურატურას უნდა ჰქონოდა ინტერესი, რომ ის დაეცვა. ვფიქრობ, რომ პროკურატურამ ან სამსახურმა, რომელიც აწარმოებდა თათუხაშვილის დაცვას, ალბათ დაუშვა შეცდომები. ეს ალბათ გამოსაძიებელია“, - განაცხადა სესიაშვილმა.