ამის შესახებ Unian-ი იუწყება.
ოპერაციის საკოორდინაციო შტაბის პრეს–სპიკერ ვლადისლავ სელეზნიოვის განცხადებით, უკრაინელმა ძალოვანებმა ტერორისტებისგან გაათავისუფლეს რამდენიმე ბლოკპოსტი.
მისივე თქმით, სპეცოპერაციის დროს ავიაცია და მძიმე ტექნიკა იყო გამოყენებული.
ოპერაცია ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში ამ დრომდე გრძელდება