კოტე გაბაშვილი პროკურატურაში დაიბარეს
მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იტალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კოტე გაბაშვილი დაიბარეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქის ყოფილი მერი საგამოძიებო უწყების კითხვებს "სინათლის ქალაქთან" დაკავშირებით პასუხობდა.
"ნიუპოსტი" ინფორმაციის გადასამოწმებლად პროკურატურის პრესსამსახურს დაუკავშირდა. როგორც უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი "ნიუპოსტთან" საუბარში აცხადებს, აღნიშნულთან დაკავშირებით იგი ინფორმაციას ამოწმებს.
"ნიუპოსტი" გაბაშვილის საგამოძიებო უწყებაში დაბარებასთან დაკავშირებით, პროკურატურის ოფიციალურ კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
http://newposts.ge/