Express News

ბიძინა ივანიშვილი და გიორგი არაბრწყინვალე



პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილისდაბარებამ და უკრაინის დრამატულმამოვლენებმა საინფორმაციო სივრცეშიუკანა პლანზე ჩააჩოჩა საკმაოდმნიშვნელოვანი თემა _ ბიძინაივანიშვილის კრიტიკა გიორგიმარგველაშვილის მიმართრომელიცშეიძლება სერიოზულ პოლიტიკურცვლილებებზე მიანიშნებდესარაერთმაკომენტატორმაუბრალოდ, «გაატარა» ესეპიზოდიშესაძლოა იმიტომრომ ვერგაიგორა უნდოდა ივანიშვილს მის მიერშერჩეული პრეზიდენტისგანისევეროგორც სრულიად საქართველოსგან.


ივანიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებული კომენტარების ქვეტექსტი, პრინციპში, ერთ მოკლე რეპლიკამდე დაიყვანება: «რას გვერჩითბატონო ბიძინა?!». არჩევნებამდე მტერიც და მოყვარეც ეუბნებოდა, რომ მარგვლაშვილის გაპრეზიდენტება მცდარი გადაწყვეტილებააო. მაგრამ ივანიშვილი ჯიუტად საპირისპიროს ამტკიცებდა: «ჩემიაზრითეს არის საუკეთესო ვარიანტიიდეალური ვარიანტიასეც ვიტყოდითურამე ღირსება შეიძლება ჰქონდეს ადამიანსთანაც ამ პოსტზეყველა ღირსება მასაქვს ჭარბადგანათლებამეცნიერებაკრეატიულობაკრიზისულ სიტუაციაშიუნიკალურია გიორგიმენეჯმენტიკარგი პრაქტიკა აქვს გავლილიამაშიცგამოცდილიაპოლიტიკაშიც გამოცდილიაკარგი ანალიტიკოსიაკარგიექსპერტია» (მარგველაშვილის კანდიდატად დასახელებისას). შემდეგ ივანიშვილმაგააჟღერა ფორმულა «მარგველაშვილისთვის ნდობის გამოცხადება ჩემთვისნდობის გამოცხადებას ნიშნავს» (19 სექტემბერი, სპორტის სასახლე), ხოლო როდესაც დაინახა, რომ «ოცნების» ამომრჩეველთა არცთუ მცირე ნაწილი მაინც უკმაყოფილოა მარგველაშვილის წარდგენით, უპრეცედენტო მანიპულაციაზე, ფაქტობრივად, საკუთარი ამომრჩევლების შანტაჟზე წავიდა და მარგველაშვილს ურჩია, კანდიტატურა მოეხსნა, თუ პირველსავე ტურში ვერ გაიმარჯვებდა. თან იმუქრებოდა: «თუ იქნა მეორე ტურიაგერბაქრაძე მოვამიშას პრემიერობაზე ჰქონდა დიდი აქცენტიპრემიერად მიშასწამოაყენებს და ღმერთმა მოგახმაროთძველი ტაშ-ფანდურა გექნებათ ისევ» (17 ოქტომბრის შეხვედრა მედიასაშუალებების ხელმძღვანელებთან). ახლა კი ივანიშვილიგამოდის და აცხადებსრომ «უნიკალური გიორგით» გაოცებული დაიმედგაცრუებულია.

ცხადია, ძალაუფლებამ შეიძლება გააგიჟოს ნებისმიერი პრეზიდენტი, რაც მარგველაშვილის წინამორბედმა ხუთ თვეზე გაცილებით მცირე პერიოდში დაამტკიცა. ადამიანი ასეთ სიტუაციაში შეიძლება ძალიან სწრაფად შეიცვალოს. თუმცა ვიდრე ამ თემას მივუახლოვდებით, ალბათ, უკეთესი იქნება, გავერკვეთ _ კონკრეტულად რა არ მოსწონს ბიძინა ივანიშვილს (იგულისხმება ის, რაც მან 19 მარტს ტელეკომპანია «იმედის» ეთერში თქვა, თორემ რეალურად «საბრალდებო დასკვნა» შეიძლება გაცილებით ვრცელი იყოს).

ივანიშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებითრომმარგველაშვილის ფავორიტი ვანო მაჭავარიანი გახდა («ნაცმოძრაობის» ერთ-ერთი ლიდერის _ მიხეილ მაჭავარიანის ძმა; ამჟამად პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში) და განაცხადარომ წარსულში ის უმსგავსოდ მოიქცა.კერძოდ, თავისი მეგობრის _ გიორგი მარგველაშვილის პროტექციით, ივანიშვილის გუნდში მივიდა, თუმცა მალევე საპარტნიორო ფონდში, მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე გადავიდა. ივანიშვილის აზრით, მაჭავარიანი «ქართულ ოცნებაში» მხოლოდ იმიტომმივიდარომ «ნაცმოძრაობა» გაებრაზებინა და იმის სანაცვლოდრომ«ოცნებასთან» აღარ ითანამშრომლებდაყოფილი მმართველი პარტიისგანმაღალანაზღაურებადი სამუშაო მიეღო.

საერთოდ, ბიძინა ივანიშვილის ვარაუდები ვანო მაჭავარიანის მოტივებთან დაკავშირებით, ისევე, როგორც უმნიშვნელო ეპიზოდები «ოცნების» შიდა სამზარეულოში (მივიდა, წამოვიდა და მერე რა?) საზოგადოებისთვის, ალბათ, ნაკლებად საინტერესოა. მაგრამ მარგველაშვილის საკადრო გადაწყვეტილებამ მართლაც შეიძლება გარკვეული კითხვები გააჩინოს. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ არცთუ შორეული წარსულის ერთი სახალისო ეპიზოდი, როდესაც მედიამ გაავრცელა წერილი, რომელიც იაპონიაში საქართველოს ელჩმა ვანო  მაჭავარიანმა მინისტრის მოადგილეს _ გრიგოლ ვაშაძეს მისწერა: «გიგზავნით, იაპონიაში რუსეთის ელჩის, ამხანაგი ბელის მიერ ჩემს დანიშვნასთან დაკავშირებული წერილის ასლს, რომელშიც იგი მომმართავს, როგორც საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის ელჩს (მგონი, ვერ არის, ტავო). რა უქნა?». ეს წერილი, ისევე, როგორც თავად ვანო მაჭავარიანი იმ პერიოდში იქცა «ნაციონალური»დიპლომატიის არაპროფესიონალიზმის და ზოგადი გონებაშეზღუდულობისსიმბოლოდსოციალურ ქსელებში მაჭავარიანს დასცინოდნენროგორც კლოუნს.ამასთანავე (ეს კი უკვე სერიოზულია), ფართოდ გავრცელებული მოსაზრების თანახმად,«ნაცმოძრაობის» ლიდერები ერთგვარ «პარალელურ საგარეო პოლიტიკას»აწარმოებენ და ყველაფერს აკეთებენ უცხოეთში საქართველოს ხელისუფლებისდისკრედიტაციისთვისრის გამოცსაბოლოო ჯამში ქვეყანა ზარალდება. ასეთ სიტუაციაში, საგარეო პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად «ნაციონალებთან» დაახლოებული პირის მუშაობა მნიშვნელოვან რისკებს უკავშირდება (ინფორმაციის გაჟონვა, პრეზიდენტის შეცდომაში შეყვანა და ა. შ.). რა თქმა უნდა, იმ ფაქტიდან, რომ ვანო მაჭავარიანი, «ნაცმოძრაობის» ლიდერის ძმაა, სულაც არ გამომდინარეობს, რომ ის არ შეიძლება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდეს; კანონი არ უკრძალავს მარგველაშვილს, ის ნებისმიერ პოსტზე დანიშნოს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სიტუაციაერთობ ორაზროვნადთითქმის საეჭვოდ გამოიყურებაალბათსწორედ ესაამთავარი ამ ეპიზოდში და არა ვანო მაჭავარიანის ხანმოკლე კარიერა «ქართულოცნებაში».

მეორე თემა ასევე ეხება «ერთიან ნაციონალურ მემკვიდრეობას» _ ივანიშვილმაგააკრიტიკა პრეზიდენტი იმისთვისრომ იგი ავლაბრის რეზიდენციას იყენებს,მაშინროდესაც არჩევნებმდე (ივანიშვილის თქმით) აცხადებდარომ ისძალადობისსიბოროტისა და გარყვნილების სიმბოლოა. კაცმა რომ თქვას, სააკაშვილის მოწინააღმდეგეების საკმაოდ დიდი ნაწილი სწორედ ამ პოზიციაზე დგას და მარგველაშვილის შეხვედრა ელჩებთან ავლაბრის რეზიდენციაში, სავარაუდოდ, მტკივნეულად აღიქვა. ამ სავსებით ბუნებრივ ემოციებს თავი რომც დავანებოთ, ავლაბრის რეზიდენციის (ისევე, როგორც ქუთაისის პარლამენტის) გამოყენება წინახელისუფლებასთან სიმბოლური კავშირის განმტკიცება და მემკვიდრეობითობისთავისებური აღიარებაარომლიდანაცსაბოლოო ჯამშიგამომდინარეობს ისრომსააკაშვილის რეჟიმი იყო არა ამაზრზენი დიქტატურა და მანკიერი მოვლენა,რომელიც უნდა ამოიშანთოს ქართული პოლიტიკის მატიანიდან თავის იდეურმემკვიდრეობასთან ერთადარამედ საქართველოს ერთი ჩვეულებრივირიგითი,შესაძლოაოდნავ ავტორიტარული მთავრობა (მოკლედ, არაფერი ექსტაორდინალური). ეს მიდგომა, სავარაუდოდ, პრინციპულ წინააღმდეგობაში შევა «ქართული ოცნების» ამომრჩევლების უმრავლესობის პოზიციასთან.

ივანიშვილის თქმით, სასახლის გამოყენებასთან დაკავშირებით, მარგველაშვილმა თავი იმით იმართლა, რომ კანცელარიაში ამგვარი  ცერემონიებისთვის შესაფერისი სივრცე არ იყო. საინტერესოა, სად და როგორ იღებდა ელჩებს ედუარდ შევარდნაძე მაშინ, როდესაც ავლაბრის რეზიდენცია ბუნებაში არ არსებობდა და რა დაუშავდა ამით ჩვენს საგარეო პოლიტიკას? თუ მარგველაშვილმა მართლა დაიწყო ფიქრი იმაზერომელი სივრცეაშესაფერისი და რომელი შეუფერებელი მისი აღმატებულებისთვისგამორიცხულიარაარომ «დიდი ფილოსოფოსის» სულის სიღრმეში «პატარა გოიმმა» გაიღვიძა(არა უშავსხდება ხოლმე). მთავარი კი ამ ეპიზოდშიალბათსააკაშვილისრეჟიმთან სიმბოლური კავშირის გაწყვეტა-არგაწყვეტის პრობლემაა.

ივანიშვილი ასევე შეეხო სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის კანონპროექტზე ვეტოს დადების მცდელობას (საბოლოოდ, მარგველაშვილმა ამის გაკეთება ვერ გაბედა), ანუ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ისევ და ისევ «ნაციონალების» პოზიციას შეესაბამებოდა. თუ სამივე ბრალდებას ერთად განვიხილავთ, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომივანიშვილს ყველაზე მეტად აწუხებს მარგველაშვილის ზედმეტი დაახლოება«ნაციონალებთან». ახლა კი, ურიგო არ იქნება, ამ სიტუაციას უცხო სახელმწიფოების თვალით შევხედოთ, რომელთაც ადგილობრივი პოლიტიკის ნიუანსები ნაკლებად აინტერესებთ, მაგრამ ნამდვილად უნდათ იცოდნენ, რას ფიქრობს საქართველოს არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი და ვის განიხილავს თავის მთავარ წარმომადგენლად და, ასე ვთქვათ, «ავატარად».

არცთუ დიდი ხნის წინ სპონტანურად დაიწყო დისკუსია საქართველოს პირველიპირის შესაძლო შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინთანრომლის დროს მხარეებიძირითადად მსჯელობდნენ იმაზეუნდა შედგეს თუ არა ეს შეხვედრა საერთოდ.ყველამ როდი მიაქცია ყურადღება იმასრომ ამ დროს შეიქმნა გაურკვევლობაიმასთან დაკავშირებითვინ უნდა წარმოადგენდეს საქართველოს მსგავსსიტუაციებში _ ირაკლი ღარიბაშვილი თუ გიორგი მარგველაშვილივინაასაქართველოს პირველი პირი და ივანიშვილის «წარმომადგენელი #1»?«იმედისთვის» მიცემული ინტერვიუს შემდეგ ცხადი გახდა, რომ ივანიშვილი ასეთადერთმნიშვნელოვნად ღარიბაშვილს განიხილავს. ამასთანავე, გამორიცხული არაა, რომ ერთის ქებით და მეორის დემონსტრაციული გაკიცხვით ივანიშვილი ქმნის ფიქტიურ ოპერატიულ კონტექსტს იმ უცხოელი მოთამაშეებისთვის, რომელნიც ქართულ პოლიტიკაზე ზემოქმედებისთვის ახალ საყრდენ წერტილებს ეძებენ და, ფაქტობრივად, სთავაზობს, დაიწყონ დაგეგმარება და ისრების ხაზვა იმ (შესაძლოა, განგებ დამახინჯებულ) პოლიტიკურ რუკაზე, რომელიც თვითონ მიაწოდა. იქნებ ივანიშვილი ცდილობს,მარგველაშვილი «მიზიდულობის წერტილად» აქციოსრომლის გარშემოხელისუფლების შეცვლაზე თუ საფუძვლიან გადაფორმატებაზე მეოცნებეძალების კონცენტრირება მოხდება («ნაცმოძრაობის» ნარჩენები, მმართველი კოალიციის ე.წ. პროდასავლური ბლოკის ნაწილი, «ცნობადი» არასამთავრობოები და ა. შ.). ეს, იდეაში, უფრო პროგნოზირებად და იოლად სამართავ სიტუაციას შექმნის, ვიდრე მმართველ ძალაში განხეთქილების ცენტრალურ ფიგურებად ღარიბაშვილისა და ალასანიას გადაქცევა.მარგველაშვილიმაღალი თანამდებობის მიუხედავადპოლიტიკური ნულია,მისი ამბიციები მოკრძალებული და (თუ შეიძლება ასე ითქვას) ფრთხილია და ის, დიდი ალბათობით, გაცილებით წარმატებულად ჩააფლავებს მასთან ალიანსზე წასული ძალების გეგმებს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ლიდერი. ივანიშვილთან ურთიერთობების (მეტწილად წარმოსახვითი) დაძაბვის მიუხედავად, ის, სავარაუდოდ, 100%-იან კონტროლს ექვემდებარება; მარგველაშვილი ძალიან სწრაფად დაკარგავს თანამდებობასთუივანიშვილი ამას მოისურვებს.

მოკლედ, უნდა არსებულიყო სერიოზული მიზეზი, რომლის გამოც ივანიშვილი კიდევ ერთხელ წავიდა ამომრჩეველთა გაღიზიანებაზე, რომელთაც მშვენივრად ახსოვს «იძულება მარგველაშვილისადმი» და მისი კანდიდატურის გააფთრებული ლობირება ივანიშვილის მიერ. რასთან გვაქვს საქმე _ რთულ თამაშთანრომლის მიზანი ხელისუფლებისპოზიციების განმტკიცება და დესტაბილიზაციის (როგორც შიდა, ისე გარე)ფაქტორების გავლენის შემცირებაა თუ უბრალოდ ემოციებთანბანალურადამიანურ შეცდომებთან და მათგან გამომდინარე იმედგაცრუებასთან? პასუხს ამ კითხვაზე, სავარაუდოდ, ძალიან მალე, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გავიგებთ, როდესაც, დიდი ალბათობით, მმართველი კოალიციის დეფრაგმენტაცია დაიწყება.


http://geworld.ge/

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT