თბილისში, ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის რეზიდენცია აშენდება, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი სამუშაოდ ავლაბრის რეზიდენციაში გადავიდა. ამის შესახებ რეგიონული განვითარების მინისტრმა დავით ნარმანიამ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რისთვის იქნება განკუთვნილი ათონელის ქუჩაზე რეზიდენცია, მაშინ როდესაც პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაწყვიტა ავლაბრის სასახლეში შესულიყო.
მინისტრის განმარტებით, მთავრობისგან დავალებული აქვთ, რომ ათონელზე გააკეთონ საპრეზიდენტო რეზიდენცია, ამიტომ ის უნდა პასუხობდეს იმ მინიმალურ მოთხოვნებს, რაც წაეყენება ადმინისტრაციას. აქედან გამომდინარე, ნარმანიას თქმით, ჯერჯერობით, ამ მიმართულებით მიდიან და სხვა დავალება მთავრობის მხრიდან არ მიუღიათ.