Express News

აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან და მობილიზებული საპატრულო პოლიცია


"ნულოვანი ტოლერანტობა მკვლელების პარტიას" "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისთან ორგანიზაცია "ახალგაზრდული ცენტრის" აქცია მიმდინარეობს.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზურაბ ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, "ნაციონალური მოძრაობა" გადაიქცა დამნაშავეების თავშესაფრად და ისინი აქციებს პერმანენტულად გამართავენ.

"ნაციონალური მოძრაობა" გადაიქცა დამნაშავეთა თავშესაფრად და ადამიანებს, რომლებიც მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილი, "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური სარჩულით მფარველობს. ამიტომ ჩვენმა ორგანიზაციამ დაიწყო კამპანია "ნულოვანი ტოლერანტობის დამნაშავეთა და მკვლელების პარტიას", - აღნიშნა ზურა ქადაგიძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. მათ მთელი პერიმეტრი აქვთ დაკავებული, თუმცა აქცია ამ დრომდე მშვიდობიანად მიმდინარეობს.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT