ადვოკატი რომეო საჯაია სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საჯაიამ განუცხადა , იგი დაკითხვაზე 17 მარტს, 13:00 საათზეა დაბარებული.
"ინფორმაცია მაქვს, რომ უფლებამოსილების გადამეტებაზე ბრალი უნდა წამიყენონ და დამაკავონ, თუმცა დაკითხვაზე მაინც გამოვცხადდები. ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება იმის, გამო, რომ მე ვიცავ ბაჩო ახალაიას. ხელისუფლებას სურს, ყველა ადვოკატი ჩამოაცილოს საქმეს და ცდილობენ ჩვენს დაშინებას", - განაცხადა საჯაიამ.