ხობის რაიონში იეჰოვას მოწმეებთან ახალი სააგიტაციო ჟურნალი მეგრულ ენაზე გამოჩნდა. ჟურნალი ისევე როგორც იეჰოვას მოწმეების სხვა სააგიტაციო ჟურნალები მაღალ პოლიგრაფიულ დონეზეა შესრულებული და ილუსტრირებულია. ჟურნალის სახელწოდებაც მეგრულია და მას “ქუმურჩქილეთ ღორონთს” (“ღმერთს მოუსმინეთ”) ჰქვია.
ადგილობრივები ჟურნალის მეგრულ ენაზე გამოცემას სეპარატიზმის გაღვივებად აფასებენ და თვლიან, რომ ეს დაუშვებელი რამ არის, რაც სასწრაფოდ უნდა აღიკვეთოს. თავად “იეჰოვას მოწმეები” სააგიტაციო ჟურნალის მეგრულ ენაზე გამოცემის საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.