პროკურატურა არ აპირებს, გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების – პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა დააყენოს , - ამის შესახებ თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე წინასასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა ნათია სონღულაშვილმა განაცხადა.
პროკურორმა აღნიშნა, რომ საგამოძოებო უწყების პოზიციაა, რომ უგულავასთვის პატიმრობა არ მოითხოვოს.
"ჩვენ გვესმის გიგი უგულავას ეიფორიული მდგომარეობა და ის განცდები, რომელიც მას პროცესის დაწყებამდე გააჩნდა, თუმცა სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მთავარი პროკურატურა არ აპირებს მოითხოვოს უგულავას აღმკვეთი ღონისძიების პატიმრობით შეცვლას", - განაცხადა ნათია სონღლაშვილმა.
იგი გამოეხმაურა გიგი უგულავას პროტესტს საქმეზე მისი და მისი შვილის ფარული ჩანაწერის დართვასთან დაკავშირებით, როგორც პროკურორმა აღნიშნა ამ ჩანაწერთან ერთად საქმეს დაერთო კიდევ 10 ფარული ჩანაწერი, რომელსაც საქმესთან შემხებლობა აქვს და ადასტურებს იმას, რომ "მიუხედავად უფლებამოსილების შეჩერებისა, გიგი უგულავა ფაქტობრივად მაინც ასრულებდა დედაქალაქის მერის მოაველეობას".
"საქმეს არა მხოლოდ უგულავსთან მისი შვილის საუბრის ჩანაწერი, არამედ ათამდე ჩანაწერი დავურთეთ, რაც განხორციელდა მას შემდეგ რაც საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავა გადააყენა მერის თანმდებობიდან. ამ საუბრებით, ჩვენ შევეცდებით დავადასტუროთ, რომ უგულავა ამ ხნის განმავლობაში ფაქტობრივად კვლავ მერის მოვალეობას ასრულებდა", - განაცხადა ნათია სონღულაშვილმა, რომლის მტკიცებითაც ყველა ჩანაწერი უკავშირდება გიგი უგულავას წინააღმდეგ აღძრულ საქმეს.