უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე ID ბარათებთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს პასუხობს.
ფოფხაძის თქმით, სახელმწიფო მსგავს სახითხებს გულისხმიერებით უნდა მოეკიდოს.
"იმედია არავის არ ჰგონია, რომ მე ვფიქრობ აიდი ბარათში ვინმე ან რამე ზის. მგონია რომ ასეთი მიდგომა არ არის მართებული. მიმაჩნია, რომ უფლებრივად უნდა ვისაუბროთ ამ საკითხზე. როდესაც კომიტეტში შემოვიდა მოქალაქეების განცხადება, მაშინვე ვთქვით, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ მოტივაციაზე, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე თუ რამდენად ლეგიტიმურია ეს მოთხოვნა. სახელმწიფოს ვალია მსგავსი საკითხები, რომელიც მოქალაქეებს აწუხებთ, გულისხმიერად განიხილოს. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ მე არ მჭირდება ეს აიდი ბარათი და არ ავიღებ მას", -აცხადებს ფოფხაძე.
რომ ID- ბარათი-ს დღეს მხოლოდ გედევან ფოფხაძე არ ეთანხმება.
„ID- ბარათი ელექტრონული და გაუყალბებელი დოკუმენტია. ID- ბარათი არავინ და არაფერი არ ზის. დღეს ამას მხოლოდ გედევან ფოფხაძე არ ეთანხმება, დანარჩენი ყველა შევთანხმდით, რომ ბარათში არ ზის არავინ. ამიტომ მინდა მის ექვსეულს დაუსვა კითხვა, ყურადღება კითხვა რა ზის ID-ბარათში? „- განაცხადა წულუკიანმა.