ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში 80 წლის მამაკაცი ბოროტმოქმედებმა ფულის გამოძალვის მიზნით უთოთი დაწვეს და ბლაგვი საგნით მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს.
აკაკი ადამიასთან 2 პირი მოტყუებით 11 მარტს დღის 11 საათისთვის შევიდა და თავი დევნილთა სამმართველოს წარმომადგენლად გააცნო. სახლში შესვლის შემდგე კი აკაკი ადამიას განცხადებით, ის დააბეს და აწამეს.
ბოროტმოქმედებმა ადამიასგან სანადირო თოფი, ოქროს ბეჭედი და 70 ლარი წაიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე ძიება 178-ე მუხლითაა აღძრული, რაც ძარცვას გულისხმობს. სამინისტროსვე ცნობით, ბოროტმოქმედები შეიარაღებული არ იყვნენ და აკაკი ადამიასთან ნიღბის გარეშე შევიდნენ. ხობის პოლიციამ დაზარალებული უკვე დაკითხა.