Express News

საკრებულომ 850 ლარის შაბაში შეუკვეთა რესტორანში


"ქართული დასის" და მისი პარტნიორი ორგანიზაციის "პენსიონერთა კავშირის" ორგანიზებით 15 მარტს ვერეს ბაღში, ჭადრაკის სასახლეში გაიმართება მშრომელთა, პენსიონერთა, დევნილთა და სოციალურად დაუცველთა ყრილობა. როგორც დასის ლიდერი აცხადებს, ეს არ არის პარტიის ყრილობა და ეხება ყველა ამ ფენის ადამიანს. ყრილობაზე მთავარი მომხსენებელი თავად ჯონდი ბაღათურია იქნება.
"ყრილობაზე წარმოდგენილი იქნება უნიკალური დოკუმენტალური მასალა, თუ რა უჯდება ხელისუფლების შენახვა ხალხს. ამ ყრილობაზევე გამოვიტანთ რამდენიმე სოციალურ პაკეტს, როგორიცაა წინასწარ გაცემული პენსიები, განვიხილავთ სოციალურად დაუცველთა შემწეობის პაკეტს, ინვალიდთა ჯგუფებზე დაწესებულ დახმარებას და მოვითხოვთ პენსიის გაზრდას. დოკუმენტალურად იქნება წარმოდგენილი საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაც. რესტორნებს პირდაპირ აქვთ აღრიცხული მთავრობის რომელმა წევრმა საბიუჯეტო სახსრებით რა და როდის შეიძინა. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ საკრებულომ 850 ლარის შაბაში შეუკვეთა რესტორანში".
"ქართული დასის" ლიდერმა განაცხადა, რომ ეს იქნება საზოგადოებრივი ყრილობა, სადაც წარმოდგენილი იქნება შოკის მომგვრელი დოკუმენტალური მასალა და მოქალაქეებს  დასწრებისკენ მოუწოდა.
ყრილობა 12;30 საათზე დაიწყება.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT