ანსაბლ “ბანის” სოლისტი მათე ფირცხალავა ტელეკომპანია GDS-ის ეთრში გოგონების საჯდომზე შერულებული რაჭულის შესახებ განმარტებას აკეთებს. ანსაბლის სოლისტი მთელი ჯგუფის სახელით საზოგადოებას ბოდიშს უხდის.
„ნამდვილად არ მოველოდით, ასეთ რეაქციას თუ გამოიწვევდა ხალხში ეს ნომერი. უბრალოდ, გასართობი გადაცემა იყო. არც კი გვიფიქრია ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენება. ვისთვისაც ყოველივე ეს შეურაცხმყოფელი იყო, იმ ხალხს მინდა ბოდიში მოვუხადო მთელი ჯგუფის სახელით…აზრადაც არ მოგვსვლია ქართული ფოლკლორისთვის შეურაცხყოფის მიყენება. ყველაფერს ასეთი ცუდი კუთხით ნუ შევხედავთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს უბრალოდ გასართობი შოუ იყო, რაც ხალხმა ძალიან არასწორად მიიღო. ზოგი კამერის წინ გაშიშვლდა და ამას არ მოჰყოლია ისეთი აჟიოტაჟი, რაც ჩვენ შესრულებას მოჰყვა… შეიძლება არც იყო მისაღები ყოველივე ეს ქართული საზოგადოებისთვის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რაც კი მოესურვებათ, ყველაფერი გვაკადრონ. გასაგებია, რომ არ მოეწონათ, მაგრამ ცენზურა მაინც დაიცვან“, – ამბობს ფირცხალვა.
მისივე თქმით, ჯგუფი ნანობს იმას, რაც მოხდა, რადგან ამგვარ უარყოფით რეაქციას არ ელოდნენ.
„რა თქმა უნდა, ვნანობთ, რადგან არ არის სასიამოვნო, ის ხალხი, რომელსაც ძალიან აფასებ და გიყვარს, ახლა ასეთი საშინელი განწყობით რომ არის ჩვენს მიმართ… ეს პოპულარობისთვის არ გაგვიკეთებია.…როგორც უკვე აღვნიშნე, ეს გასართობი გადაცემა იყო და ჩვენც უბრალოდ გასართობად მივედით. რას წარმოვიდგენდით, თუ ასეთი გამოხმაურება მოჰყვებოდა?! ხალხის ნდობისა და სიყვარულის დაბრუნება ნამდვილად რთული იქნება… იმ ხალხს კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდით, ვისთვისაც ყოველივე ეს შეურაცხმყოფელი იყო… ახლა ჩვენს ალბომზე ვმუშაობთ და ოქტომბრისთვის უკვე დავასრულებთ… იმედი გვაქვს, ხალხის რეაქცია ასეთი აღარ იქნება. შეცდომები ყველას მოსდის, ასევე ჩვენც და ყველაფრის გამოსწორება შეიძლება“, – ამბიბს „ბანის“ სოლისტი.

წყარო: გაზეთი „კვირის პალიტრა“