Express News

"საქართველოს ნატო–ში გაწევრიანება შესაძლებელია MAP-ის გარეშეც მოხდეს"



საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საქართველოს ნატო–ში გაწევრიანება MAP-ის გარეშეც შესაძლებელია. „MAP-ი არის ინსტრუმენტი, რომელმაც უნდა მოამზადოს ქვეყანა ნატო–ს წევრობისთვის. ალიანსთან ურთიერთობისთვის ჩვენ გვაქვს ორი მექანიზმი: ერთი – ნატო-საქართველოს კომისია, მეორე კი – ეროვნული წლიური გეგმა. ორივე ფორმატში ძალიან წარმატებულად ვთანამშრომლობთ ნატო–სთან. საქართველო კრიტერიუმებს გარკვეულწილად უკვე აკმაყოფილებს, ამიტომ სრულაიდ შესაძლებელია, რომ ნატო–ში გაწევრიანება MAP-ის გარეშეც მოხდეს“ - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.


About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT