სინოდის სხდომა დასრულდა
წმ. სინოდის სხდომა დასრულდა. საპატრიარქოში სხდომას კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უძღვებოდა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ სინოდის წევრებმა განაცხადეს, დღეს არ განხილულა საკითხი, რომელზეც ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პატრიარქი გადადგომის თხოვნით მიმართავდა სინოდს. სინოდის წევრების თქმით მსგავს საკითხზე საუბარი არ ყოფილა.