სოციალურ ქსელში ვრცელდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის შესახებ ტელევიზიით გასული კადრებიდან ამოღებული ფოტოები.
ფოტოებზე კარგად ჩანს, რა მარკისა და სახელმწიფო სერიის მანქანებით მიდიან საპატრიარქოში სინოდის წევრები. იქვე ჩანს თავდახრილი მრევლი, რომელიც მღვდელმთავრებისგან კურთხევასა და დალოცვას მანქანის გაუჩერებლად, ძირითადად, პირჯვრის გარდასახვით იღებს.