პრეზიდენტს შესაძლოა, კიდევ ერთი უფლებამოსილება ჩამოერთვას
საქართველოს პრეზიდენტს შესაძლოა, კიდევ ერთი უფლებამოსილება ჩამოერთვას. საუბარია ამჯერად შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნულ პრემიებზე , რომელთა მინიჭების პრეროგატივა აქამდე სწორედ ქვეყნის პირველ პირს ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის სხდომაზე დღეს გადის საკითხი, რომლისთაც აღნიშნული პრემიების მინიჭების უფლება პრეზიდენტისგან პრემიერ-მინისტრის ხელში გადადის.
საკითხი მთავრობის სხდომაზე კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას გააქვს, თუმცა სხდომას, მის ნაცვლად, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი ესწრება.