შარდენზე 5 ახალგაზრდა დანით დაჭრეს
დაახლოებით ერთი კვირის წინ შარდენზე მდებარე ერთ-ერთ ბარში მეგობრებს შორის დაწყებული კამათი ჩხუბში გადაიზარდა, რომლის დროსაც ერთ-ერთმა ახალგაზრდამ გ. ჭ ხუთი ახალგაზრდა დანით დაჭრა. მომხდარი შსს-მ „პირველ რადიოს“ დაუდასტურა. შსს-ს ინფორმაციით დანაშაული ცხელ კვალზე იქნა გახსნილი და საქმე აღძრულია განზრახ მკვლელობის მცდელობით დამამძიმებელ გარემოებაში. დაკავებულ ახალგაზრდას უკვე შეეფარდა წინასწარი პატიმრობა