Express News

"მარიხუანის მოწევისთვის ბექას 11 წელი და 39 000 ლარიანი პრემია დარბაისელს ჰეროინის მოხმარებისთვის"



სოზარ სუბარის პრესსამსახურის ყოფილი უფროსი, ირაკლი კორძაია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელზე, დიმიტრი დარბაისელზე სოციალურ ქსელში სკანდალურ განცხადებას აქვეყნებს.

„პრემიერის მიერ უკანასკნელ პრესკონფერენციაზე დაუნდობელი ნარკოპოლიტიკის დეკლარირების ფონზე მეტად უცნაურია ის, თუ როგორ მოახერხა დიმიტრი დარბაისელმა თანამდებობიდან ნარკოლოგიური შემოწმების გარეშე წასვლა. გამოდის, მარიხუანის მოწევისთვის ვინმე ბექას 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება. სამაგიეროდ, დიმიტრი დარბაისელს ჰეროინის მოხმარებისთვის 39 000 ლარიანი პრემია და პრემიერის მადლობა ვაჟკაცობისთვის და გაწეული სამსახურისთვის...“ - წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ირაკლი კორძაია.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT