კვერცხები აჭარის უმღლესი საბჭოს მისმართით
ავტორები: თამარ კიკნაძე, გიორგი ბოლქვაძე, რამაზ ფანცულაია
კვერცხები ახლა უკვე აჭარის უმაღლესი საბჭოს მისამართით - არასაპარლამენტო ოპოზიციის „კახა კუკავა-ფიქრია ჩიხრაძის“ ხელვაჩაურის სიის პირველმა ნომერმა კვერცხების დაშენით უწყების არაკომუნიკაბელურობა გააპროტესტა. აღნიშნა, რომ მოქალაქეებს არჩეულ დეპუტატებთან შესვლა ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე, ავტომობილებითაც უნდა შეეძლოთ. მერაბ ღოღობერიძემ, აქვე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მოუწოდა დაუყოვნებლივ დააყენონ დეპუტატ მედეა ვასაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. მოთხოვნა ღოღობერიძემ გუშინ მედეა ვასაძესა და „ტელეარხი 25“-ის ჟურნალისტს შორის მომხარი ინცინდენტის გამო დააყენა. ღოღობერიძის პროტესტს აჭარის უმაღლეს საბჭოში არ უპასუხეს.