ქართული ოცნების” ოზურგეთის ოფისი ცოცხებით შეამკეს
პოლიტიკური ორგანიზაცია ”ქართული ოცნების” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ოფისი, დღეს, ადრე დილით, უცნობმა პირებმა, ცოცხებით შეამკეს და თავად ოფისზე საპროტესტო წარწერები განათავსეს.
ამის შესახებ ”გურიის მოამბეს” თვითმხილველებმა აცნობეს.
მათი მტკიცებით, მომხდარიდან რამდენიმე საათში, გამთენიისას, ”ქართული ოცნების” ოფისს, ცოცხებიდან და წარწერებიდან ადგილობრივი დასუფთავების სამსახური ათავისუფლებდა.
მიუხედავად ამისა, რამდენიმე წარწერის ამოკითხვა ოფისის ირგვლივ მაცხოვრებლებმა შეძლეს:”ქართულმა ოცნებამ” ხალხს უღალატა”, ”ბიძინა შენ გაგვიცრუე იმედები” და ასე შემდეგ.