Express News

შიხიაშვილი შესაძლოა დააკავონ



თბილისის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე და ყოფილი ნაციონალი ირაკლი შიხიაშვილი შესაძლოა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დააკავონ. სახელისუფლებო კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობა და პროკურატურა 11 მარტს არაბულ კომპანიასთან გაფორმებული 600 მილიონიანი ხელშეკრულებით დაინტერესდა, რომელსაც ხელს ირაკლი შიხიაშვილი აწერს. სალემ უმაიდ საიფის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის შესახებ ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა არაფერი იცის, თუმცა ის მომავალში არ გამორიცხავს ამ საკითხით დაინტერესებას. რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს, რომელიც მემორანდუმში რამდენჯერმე არის ნახსენები- ინფორმაცია ე.წ. „ხრუშოვკების პროექტის შესახებ“ არ აქვს. თავად შიხიაშვილი კი აცხადებს, რომ პროექტი მაშინ დაიწყება როდესაც დაიწყება, თუმცა ამ დროისთვის ერთ გვერდიანი პროექტი ხრუშოვკების ნგრევას და მათ ადგილზე ახალი შენობების აშენებას ითვალისწინებდა ძალადაკარგულია. ინფორმაციას „შიხიაშვილის მემორანდუმით“ დაინტერესების შესახებ ოფიციალურად არცერთ უწყებაში არ ადასტურებენ, თუმცა ასევე კულუარული ინფრმაციით, შიხიაშვილს სახელისუფლებო წრეებთან და მმართველ კოალიციასთან ურთიერთობა დაეძაბა, რის გამოც ის გავრცელებული ინფორმაციით თბილისის საკრებულოს სიაშიც ვერ მოხვდა-ხრუშოვკების სახით კი მას ახალი პრობლემა აქვს.


წყარო http://pirveliradio.ge/

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT