Express News

ბიჭო ზონდერებზე რომ საუბრობ და ჭორებს ავრცელებ, შს მინისტრი ხარ თუ ასავალ-დასავალის რედაქტორი?


მივმართავ ალექსანდრე ჭიკაიძეს!
- ლექსო, ასე რამ წაგბილწა სულიერად და რამ ამოგგლიჯა გული? როგორ გამიხარდა შენი გამინისტრება და როგორ მწყდება გული, რომ მეც შევცდი და შენც გაიბანძე თავი. 
შე კაი ადამიანო ამ დაძაბულ და რთულ პოლიტიკურ ვითარებაში თამამად იძახი რომ რუსეთისგან საფრთხეს ვერ ხედავ და ამის პარალელურად ირმა ინაშვილის სტატიების კოპირებას ახდენ, ამას ოპერატიულ ინფორმაციას ეძახი და თბილისში ევრომაიდნის განმეორებას აანონსებ. შს მინისტრი ხარ თუ ლელა კაკულია?
შენი ოპერატიული ინფორმაციით რუსეთი არაფერს გეგმავს საქართველოს წინააღმდეგ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო ძალის მობილიზება არ შეინიშნება ხო? ასევე შენი ოპერატიული ინფორმაციით ევრომაიდნელები გვყავს ჩამოყვანილი და ტრენინგებს გვიტარებენ ხო? შენ გეცოდინება, საბურავებს სად ვმალავთ? დაგვავიწყდა ადგილი და იქნებ გვაპოვნინო ანდა ბიჭო ზონდერებზე რომ საუბრობ და ჭორებს ავრცელებ, შს მინისტრი ხარ თუ ასავალ-დასავალის რედაქტორი? სირცხვილია შენი არაკომპეტენტური, უპასუხისმგებლო და საზოგადოების დამცინავ-შეურაცმხყოფელი გამოხტომები.
სირცხვილია! რუსეთისგან თურმე საფრთხეს ვერ ხედავ და თავისუფალიზონა პანიკაში გაგდებს გა და დე ქი!

პ.ს. პიროვნულად არაფერს გერჩი, პირიქით, ძალიან მინდოდა წარმატებული ყოფილიყავი, მაგრამ მინისტრი ჭიკაიძე უკვე აუტანელია და კარგი იქნება თუ პრეზიდენტივით შენც საერთოდ აღარ გამოჩნდები ან ივანიშვილივით სამოქალაქოში გადახვალ გა და დე ქი!



  წერს      ირაკლი ჩხვირკია  ფეისბუქის” საკუთარ გვერზე 

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT