Express News

თათუხაშვილი პოლიტპატიმრებმა ამოიცნეს, როცა ის ყინწვისის საქმეში დაკავებულებს აწამებდა



ავტორი: ალა გრიგალაშვილი
„ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დროს, პოლიტპატიმრების გარკვეულმა ჯგუფმა ამოიცნეს შალვა თათუხაშვილი, რომელიც მონაწილოებდა ყინწვისის საქმეში დაკავებული ადამიანების წამებაში“, - ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა ვახტანგ მაისაიამ „რეპორტიორის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
 მისი თქმით, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყინწვისის სპეცოპერაციაში მონაწილოებდა კუდ-ის სპეცრაზმი, ხოლო შალვა თათუხაშვილი მაშინდელი კუდ-ის თანამშრომელი იყო.

„ამ დაკავებაში მონაწილეობდა კუდ-ის სპეცრაზმი. არ მინდა უდანაშაულობის პრეზუმფცია დავარღვიო და გარდაცვლილ ადამიანზე ცუდი ვილაპარაკო. მე ამ ფაქტს არავითარ შეფასებას არ ვაძლევ, ვაფქსირებ მხოლოდ ფაქტს, რომელიც დაფიქსირდა კომიტეტის სხდომის ფორმატში“, - დასძინა ვახტანგ მაისაიამ.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT