Express News

„ირაკლი ფირცხალავამ ბუტა რობაქიძის დედის ლიკვიდაცია პირადად დამავალა“


სასჯელაღსრულებლის მე-6 რუსთავის დაწესებულებიდან გაზეთ „ასავალ-დასავალს“ პატიმარი ლაშა შავიძე წინა ხელისუფლების მიერ მიღებულ დავალებაზე უყვება. როგორც შავიძე იხსენებს, მას ყოფილი ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსნებმა დიდუბის ეკლესიასთან მოკლული 19 წლის ბუტა რობაქიძის დედის ია მეტრეველის მკვლელობა შეუკვეთა.
ლაშა შავიძე აღიარებს, რომ იგი ნარკოტიკების მომხმარებელი იყო, კრიმინალურ საქმიანობასაც ეწეოდა და ციხეში 10- წლიანი სასჯელითაც უსაფუძვლოდ არ მოხვედრილა, თუმცა მისი თქმით, მას სურს, წინა ხელისუფლებისდროინდელ პოლიციის მაღალჩინოსანთა ქმედებებს ფარდა ახადოს. მისი თქმით, ის პირადად შეახვედრეს აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამმართველოსს მაშინდელი უფროსის მოადგილეს ირაკლი ფირცხალავას და ია მეტრეველის მოკვლის სცენარიც სწორედ მან გააცნო.
„კაბინეტში პირდაპირ შემახვედრეს ირაკლი ფარცხალავას და დამავალეს, რომ ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი მომეკლა! სცენარიც მითხრეს, ვითომ ყაჩაღობა უნდა ყოფილიყო. ია მეტრეველი სადმე მაღაზიაში რომ შევიდოდა, მე მივადებდი იარაღს. მიუხედავად იმისა, წინააღმდეგობას გამიწევდა თუ არა, შუბლში უნდა მესროლა ტყვია. დამაკავებდნენ, მაგრამ ციხეში მექნებოდა ე.წ. მწვანე ბილეთი, ანუ კარგ პირობებში ვიქნებოდი, ნარკოტიკიც არ მომაკლდებოდა და ა.შ. მავალებდნენ იმასაც, რომ მომეძებნა ვინმე ისეთი პიროვნება, რომელიც იტყოდა, ზურა ვაზაგაშვილმა გამიტაცა, დამჭრაო და ა.შ. ამას მავალებდა პირადად ირაკლი ფირცხალავა, გიორგი ხიზანიშვილი და კახა ლეგაშვილი. ვანო მერაბიშვილის მოადგილეზე გია ლორთქიფანიძეზე მეუბნებობდნენ, ისიც საქმის კურსშიაო! მე შემოთავაზებას დავთახმდი – ან 20 – წლიან „სროკზე“ უნდა წავსულიყავი, ან მათი დავალება შემესრულებინა. 2008 წელის აგვისტოში ომი დაიწყო და ამან შეუშალა ხელი გეგმის სისრულეში მოყვანას“,- განაცხადა ლაშა შავიძემ.
პატიმრის თქმით, როცა ირაკლი ფირცხალავა ია მეტრეველის მოკვლას ავალებდა, აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილე, კახა ლეგაშვილი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო გიორგი ხიზანიშვილი- კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფროსი იყო.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT