Express News

მამა ბასილი: გლდანში ეკლესიის დარბევიდან ცოტა ხნის შემდეგ, თათუხაშვილი თითქმის დაბრმავდა



გლდანის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიის წინამძღვრი, მამა ბასილ მკალავიშვილი ამბობს, რომ 2004 წლის 12 მარტს, ვინც ეკლესიის დარბვაში მონაწილეობდა, უნდა მოინანიონ. 
,,ვაფრთხილებ ყველას: ზუსტად 10 წლის წინათ ვინც მონაწილეობა მიიღეთ ჩვენი ეკლესიის ბარბაროსულ დარბევაში, სასწრაფოდ მაოინანიეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შთამომავლობით დაისჯებით! ვადასტურებ, რომ გოგი თათუხაშვილი ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო ჩვენი ეკლესიის დარბევისა და ვერ გამიგია, რად უნდოდა დაკავებას რესპუბლიკის ჟანდარმერია, სპეცრაზმი თუ სხვა სადამსჯელო დანაყოფები, როცა მე თავისუფლად ვმოძრაობდი ქალაქში ავტომობილით?!

მაგრამ ამით სისხლისმღვრელმა ჯალათმა სააკაშვილმა ხალხის დასაშინებელი პირველი სისხლიანი სპექტაკლი დადგა ჩვენს ტაძარში და სხვებიც ცოდვაში ჩააგდო.

ეკლესიის დარბევიდან ცოტა ხნის შემდეგ თათუხაშვილზე მოვიოდა ღმრთის სასჯელი. ის თითქმის დაბრმავდა და სხვა სერიოზული დაავადებაც დაემართა. ახლა კი, რაც მის შვილს შალვა თათუხაშვილს მოუვიდა, მთელი გულისტკივილით განვიცდი, რამეთუ ახალგაზრდა ბიჭის დაღუპვა მართლაც დასანანია. ვუსამძიმრებ მის ახლობლებს, განსვენება მიეცეს მის სულს. მის მამას კი მოკრძალებით შევახსენებ- როცა ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს ან სხვა ახლობლებს განსაცდელი მოეწევათ, დავფიქრდეთ, ჩვენს წინაპრებს ხომ არა აქვთ ისეთი ცოდვა ჩადენილ, რომელიც მომავალ თაობაზე გადავა. მამა შვილის ცოდვაზე პასუხს არ აგებს, მაგრამ ჩვენი ცოდვები რამდენიმე თაობას მოეკითხბა!...

დარბევის კადრებში კარგად ჩანან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დათა ახალია, ვასილ სანოძე, ოლეგ მელნიკოვი და სხვები. კარგად ჩანს ახალაია და სანოძე როგორ უსწორდებიან მრევლის წარმომადგენლებს ხელკეტებით, როგორ ანგრევენ ეკლესიის კარებს სამხიდიანი მანქანით... მე, მაგალითად, მივიჩნევ, რომ აუცილებლად უნდა მოეკითხოს გია ბარამიძეს, რომელიც მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო’’, - განუცხადა ,,ასავალ-დასავალს’’ მამა ბასილ მკალავიშვილმა.

 

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT