Express News

კოდუამ ინტერვიუში რამდენიმე ტყუილი თქვა,პირველი პატარკაციშვილის სახლს ლონდონში პირველ სართულზე არ აქვს აივანი

ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის განცხადებით, ერეკლე კოდუას მიერ გაკეთებული განცხადბები სიმართლეს არ შეესაბამება. განცხადება გელბახიანმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გადაცემა "რეაქციაში" გააკეთა. მისი თქმით, კოდუამ ინტერვიუში რამდენიმე ტყუილი თქვა,პირველი მას არ გაუკეთებია საუბრის ჩანაწერი, მეორე, პატარკაციშვილის სახლს ლონდონში პირველ სართულზე არ აქვს აივანი და მესამე-გოგა ხაინდრავასთან დაკავსირებული დეტალი საქმის მასალებში არ ფიგურირებს

"არავითარი აივანი პირველ სართულზე ბადრი პატარკაციშვილის სახლს არ აქვს. ვინც ნამყოფია ლონდონში პატარკაციშვილის სახლში ეს ყველამ იცის. ტყუილს ჰყვება კოდუა როდესაც ამბობს, რომ ისინი აივანზე გავიდნენ და იმიტომ არ ისმის ხმა. ასეთი აივანი არ არსებობს, აივანი აქვს ვილას მეორე და მესამე სართულზე, შეხვედრა კი შედგა პირველ სართულზე. მეორე ტყუილი არის ის, რომ მას არანაირი ჩამწერი არ ჰქონია ფეხსაცმელში. ჩანაწერი გააკეთა ბვადრი პატარკაციშვილმა, მესამე ტყუილი კი არის ის, რომ ხაინდრავას შესახებ პროკურატურს მასალებში არაფერი არ არის ნათქვამი.


About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT