მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა 18.00 საათზე დასახელდება
მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა 15.00 საათზე დასახელდება. კანდიდატებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგენს. შეგახსენებთ, რომ საკადრო ცვლილებები შეეხო შემდეგ სამინისტროებს:სოფლის მეურნეობის, სასჯელაღსრულების, დევნილთა და განსახლების, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის, კულტურის, დიასპორის სამინისტოებს. გარემოს დაცვისა და სასჯელაღსრუოლების სამინისტროების ახალი ხელმძღავნელები პრემიერმა გუშინ დაასახელა. კერძოდ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის საკითხთა ყოფილი მინისტრი სოზარ სუბარი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პოსტს დაიკავებს, ხოლო ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი გარემოს დაცვის მინისტრ ხათუნა გოგალაძეს ჩაანაცვლებს.