მაგათ მოატყუონ თავიანთი ბებიები! ერთი ცომისგან არიან მოზელილები სუყველა! - აცხადებს რეზო ამაშუკელი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებსა და გიორგი მარგველაშვილზე.
,,ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ერთიანდებიან ნაციონალები და ე.წ. ლიბერასტები და მათ მარგველაშვილმაც გამოუცხადა სოლიდარობა. ვეკითხები ბატონ მარგველაშვილს: ამ ბოკერიასთან და დამნაშავე ფაშისტებთან ერთად მეპატიჟება ევროპაში?! ხალხი ამათ პოლიტიკურ წაწლობას არ შეეგუება და პირდაპირ ვაცხადებ, ამან, შეიძლება სამოქალაქო ომი გამოიწვიოს!“, - ამბობს ამაშუკელი ,,ასავალ-დასავალთან“.