ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ აძვში რუსმა ოკუპანტებმა TV3 გადამღები ჯგუფი აიყვანეს. ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახო ლეკიაშვილი, პირდაპირი ჩართვის ტექნიკური ჯგუფის წევრი მიხეილ ლიხოევი მაშინ აიყვანეს ,როდესაც ისინი პროფესიულ საქმიანობას ეწეოდნენ. გადამღები ჯგუფი მცოცავი ოკუპაციის მიღმა მოქცეულ აძვის ეკლესიასა და სასაფლაოებზე სიუჟეტს ამზადებდა. მათ მოასწრეს მასალის მოწოდება არხისთვის ამის შემდეგ კი როგორც „პირველ რადიოს“ TV3-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა იმედა დარსალიამ განუცხადა ჯგუფთან კავშირი გაწყდა.
|