Express News

„ახალაიებისგან დავალებული ყაჩაღი „ნაცების“ აქციებზე დარბის“



რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი “ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერის, კუდის ყოფილი წევრის, წარსულში მოხუცებულთა ოჯახების დაყაჩაღებით გასამართლებული თემურ ჭანიას დაუყოვნებლივ დაპატიმრებას ითხოვს. როგორც გაბედავამ “კვირას“ განუცხადა, თემურ ჭანიამ 2009 წელს სოფელ მუჟავაში მოხუცების ოჯახი დააყაჩაღა, რის გამოც შვიდი წელი მიესაჯა, თუმცა გაბედავას თქმით, ჭანია როლანდ და ბაჩო ახალაიების ჩარევით და ძალისხმევით ორ წელიწადში გაათავისუფლეს. ბიზნესმენის ინფორმაციით, თემურ ჭანია ტყუპისცალ ძმასთან თენგო ჭანიასთან ერთად ახალაიების დაკვეთებს უსიტყვოდ ასრულებდა და არაერთ უკანონობაში მონაწილეობდა.


“თემურ ჭანია არის ყაჩაღი და ახალაიების მონა-მორჩილი. მან 2009 წელს სოფელმ მუჟავაში მოხუცების ოჯახი დააყაჩაღა, რისთვისაც სასამართლომ 7 წელი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა ბაჩო ახალიამ 2 წელიწადში გამოაშვებინა გარეთ. ყაჩაღი ჭანია ახალაიებისგან დავალებულია და ახლა დარბის გამწარებული “ნაციონალების“ აქციებზე. მაისური აცვია წარწერით : “ბაჩო ახალაია გმირია“. დაპატიმრებამდე კუდის წევრიც იყო და ყველა უკანონობაში მონაწილეობდა. მოვითხოვ, სასწრაფოდ დაინტერესდნენ სამართალდამცველები მისი წარსულით. დარწმუნებული ვარ, სათანადოდ დაისჯება და პასუხს აგებს ყველა იმ დანაშაულზე, რომელსაც ახალაიების დაკვეთით ასრულებდა“,-აცხადებს ზაზა გაბედავა.

ამასთან, გაბედავას თქმით, ძმებ ჭანიებს ნათესაური კავშირი აქვთ ბაჩო ახალაიას ადვოკატ რომეო საჯაიასთან.

„ყაჩაღ და ბანდიტ ჭანიებს ახლო ნათესაობა აქვთ ბაჩო ახალაიას ადვოკატ რომეო საჯაიასთან. ვფიქრობ, ესეც საყურადღებო ფაქტია“, -აღნიშნავს გაბედავა.

რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი “ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთ აქტიურ მხარდამჭერზე, “თავისუფალი ზონის“ წევრ ირაკლი ჩხვირკიაზე საუბრობს და მას “ნაცზონდერს“ უწოდებს. გაბედავას თქმით, ჩხვირკია “ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე სამხედრო ფორმით გამოჩნდა, რისი მორალური უფლებაც არ აქვს.

“რა უფლებით აცვია “ზონდერ“ ჩხვირკიას სამხედრო ფორმა? მას ამის არანაირი უფლება არ აქვს“,-აცხადებს ზაზა გაბედავა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT