Express News

სამართალდამცველებმა მელორ ვაჩნაძე დააკავეს


მთავარ პროკურატურასთან სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მონაწილე მელორ ვაჩნაძე დააკავეს. 
როგორც ვაჩნაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იგი მზადაა უწყებასთან განვითარებული მოვლენების გამო პასუხი აგოს.
"მე მზად ვარ მომხდარზე პასუხი ვაგო", - აღნიშნა ვაჩნაძემ, რის შემდეგაც ის საპატრულო პოლიციის ავტომანქანით ერთ-ერთ სამმართველოში გადაიყვანეს.
ცოტა ხნის წინ მთავარ პროკურატურასთან მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებს კვერცხები და სხვადასხვა სახის საგნები დაუშინეს.
მელორ ვაჩნაძის დაკავება აქციის დასრულების დროს მოხდა. ამ დროისთვის მთავარ პროკურატურასთან მიხეილ სააკაშვილის მომხრეები და მოწინააღმდეგები აღარ იმყოფებიან. ორივე აქცია დასრულებულია. 

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT