რამდენიმე დაშავებული და დაკავებულები პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე
მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა მელორ ვაჩანაძე და კიდევ ერთი პირი დააკავეს.
ამის შესახენ „ნიუპოსტს“ შს სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, აქციის მონაწილეების მიმართ საქმე 166-ე მუხლით აღიძრა, რაც წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს.
"ნიუპოსტის" ინფორმაციით, აქციაზე მომხდარი ინციდენტისას რამდენიმე პირი დაშავდა.
პროკურატურასთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა აქციისა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის. სიტუაციის განმუხტვას სამართალდამცველები ცდილობენ. ამ მიზნით მათ ორი საპირისპირო აქციის მონაწილეებს შორის კორდონი აღმართეს.
პროკურატურასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილი. ასევე საგამოძიებო უწყებასთან მივიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათ შორის, პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე პირები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილი დაკითხვაზე გამოცხადებას ითხოვენ.