თბილისის პროკურატურასთან, სადაც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებსა და მათ მოწინააღმდეგებს შორის ურთიერთსაწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს, ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
როგორც „ექპსრესნიუსის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, სააკაშვილის მხარდამჭერებს მელორ ვაჩნაძემ და დანარჩენმა მოწინააღდმეგე აქტივისტებმა კვერცხები დაუშინეს.
აქციაზე მოხდა გაურკვევლობა. სააკაშვილის მხარდამჭერების მოწინააღმდეგეებს ერთ–ერთი თავისი აქციის მონაწილე ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერი ეგონათ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავებული კი ამ დროისთვის სასწრაფო–სამედიცინო დახმარებას საავადმყოფოში გადაჰყავს. პოლიციამ აქციაზე 3 პირი დააკავა.
ამასთან, აქციის ერთ–ერთ მონაწილეს დაუვარდა ე.წ. „კასტეტი“, რომლის მფლობელის ვინაობის დადგებას პოლიცია ცდილობს.