ხვალ "პუშკინის სკვერში" რუსეთის მხარდასაჭერად, მორიგი აქცია გაიმართება
ხვალ, თბილისში რუსეთის მხარდასაჭერად მორიგი აქცია გაიმართება. ამჯერად კრემლის პოლიტიკის გამართლებას და აშშ–ს სანქციების დაგმობას ორგანიზაცია "დედამიწა ჩვენი სახლია" გეგმავს.
ზემოთაღნიშნული ორგანიზაციის წევრები "პუშკინის სკვერში" 14.00 საათზე შიკრიბებიან. შეგახსენებთ რომ ვაშინგტონმა რუსეთის 11 მოქალაქეს, რომელთა შორის ვლადიმერ პუტინის პირადი ბანკირები არიან და შეერთებულ შტატებში დიდ ფინანსურ აქტივებს ფლობენ სანქციები დაუწესა. კერძოდ მათ ამერიკის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ და ანგარიშები დაეყადაღათ. როგორც ცნობილია აღნიშნული სანქციები რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციას მოჰყვა.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის ელგუჯა ხოდელის განცხადებით, აქციაზე რუსული დროშები აღიმართება. ამასთან გაიშლება პოსტერები თუ როგორ არღვევს აშშ ადამიანის უფლებებს სხვადასხვა ქვეყანაში.
როგორც ხოდელმა "პოლიტიკოსთან" საუბრისას განაცხადა მისი თანამოაზრეები მხარს უჭერენ ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში ყოფნას და აღნიშნულ პროცესს ისტორიული სამართლიანობის აღდგენად მიიჩნევენ.
ამასთან ერთად, ხოდელი და მისი თანამოაზრეები, ხვალინდელ აქციაზე, 11 რუსი მაღალჩინოსანის სოლიდარობის ნიშნად ამერიკისგან მოითხოვენ მათი ორგანიზაციის 11 წევრისთვის იგივე სანქციების დაწესებას.
"პოლიტიკოსთან" სატელეფონო საუბრისას ელგუჯა ხოდელი აღნიშნული 11 ადამიანის ვინაობასაც ასახელებს. ესენი არიან:
თავად ხოდელი, არჩილ ლორია, ამირან კაპანაძე, დათო ალადაშვილი, გიორგი ჩიჩიაშვილი, მამუკა ზანდუკელი, გიორგი შავაძე, მანუჩარ ციციაშვილი, დავით დოლიძე, ირაკლი თარგამაძე და შოთა ცერცვაძე.
სოციალურ ქსელებში უკვე დაანონსდა ხვალინდელი შეკრების კონტრ–აქცია, რაც შესაძლოა, ისევე როგორც წინა შემთხვევებში ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს - See more at: http://politico.ge/index.php/news/view/10884#sthash.NgzBpLKI.uPK6UBMW.dpuf