ბიძინა ივანიშვილმა გულისტკივილით აღიარა, რომ გიორგი მარგველაშვილმა მას იმედები გაუცრუა. ეს, რა თქმა უნდა, მსუბუქი შეფასებაა იმისა, რაც ივანიშვილმა ბრძანა. მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ, მისი ნათქვამი ასე ჟღერს _ 60 წლის ვხდები და მარგველაშვილის მსგავსი არამზადა და არაკაცი არ შემხვედრიაო.
მართლაც რომ მკვეთრი შემობრუნება და მოულოდნელი მეტამორფოზია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ექვსიოდე თვის წინ, როდესაც ლამის მთელი საზოგადოება უჩიჩინებდა ივანიშვილს, არ არის მარგველაშვილი საპრეზიდენტო კაცი და დაანებე თავიო _ საუკეთესო შეფასებებს და ეპითეტებს არ იშურებდა მარგველაშვილისთვის. მისი კანდიდატურა ხელების გადაგრეხვითა და შანტაჟით მოგვახვია თავს, როგორც «ერთადერთი ღირსეული და შესაფერისი საპრეზიდენტო კაცი». არგუმენტად კი როგორც ხშირად, ივანიშვილმა ამჯერადაც ის მოიყვანა, რომ მას აქვს უტყუარი ალღო და არ ეშლება ადამიანების შერჩევა.
ივანიშვილის ალღოსა და პროგნოზირების უნარზე «საქართველო და მსოფლიოსთან» ინტერვიუში პოლიტიკოსი ალექსანდრე ჭაჭია იმთავითვე წერდა: «მას (ივანიშვილს _ რედ.)რომ სწორად გაეანალიზებინა და უშეცდომო პროგნოზები გაეკეთებინა, მაშინ 8წლის მანძილზე სააკაშვილის ანტიეროვნულ რეჟიმს ამდენ მხარდაჭერას არგაუწევდა».
მოდით ცოტა ხნით მომავლის განჭვრეტის და წინასწარმეტყველების ივანიშვილისეულ უნარს თავი დავანებოთ და დავფიქრდეთ _ რისი იმედი ჰქონდა მას, როდესაც პრეზიდენტად დასვა გიორგი მარგველაშვილი, მერე კი გაუკვირდა, «ნაციონალი» მიხეილ მაჭავარიანის ძმა, ასევე პირწავარდნილი «ნაცი», ვანო მაჭავარიანი მრჩევლად რატომ დაისვა? ბიძინაივანიშვილის მიერ ამომრჩევლისთვის თავსმოხვეული პრეზიდენტობის კანდიდატიგიორგი მარგველაშვილი არც მაშინ მალავდა, რომ მისი მეგობრები არიან ნიკოლოზრურუა, ლევან რამიშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიგა ბოკერია... წესით და რიგით,ბიძინა ივანიშვილს უნდა სცოდნოდა და ხსომებოდა, თუ ვინ იყვნენ და რასსჩადიოდნენ მისი მოწონებული პრეზიდენტობის კანდიდატის მეგობრები. სწორედ მარგველაშვილის სამეგობრო წრე იდგა ავანგარდში იმ პროცესებისა, რომელთაც ყოველივე ქართულთან ბრძოლა, ტრადიციების გაქილიკება, უფროსი თაობის ჩარეცხვა, განათლების მეცნიერების დაკნინება მოჰყვა. სწორედ ეს სამეგობრო აკეთებდა ყველაფერს იმისთვის, რათა ამოეძირკვათ მართლმადიდებლური კულტურის კვალიც კი ქართული ცნობიერებიდან.ივანიშვილს უნდა სცოდნოდა, რომ ამ ანტიეროვნული საქმეების დიდოსტატი,უფრო სწორად, დიდი მაგისტრი გახლდათ მარგველაშვილის მეგობარი, «თავისუფლების ინსტიტუტის» თავკაცი ლევან რამიშვილი, ასევე მარგველაშვილისმეგობარი _ ბოკერია და დედაქალაქის ყოფილი მერი _ ჭიაბერაშვილი. თუმცა რაცოდნა უნდოდა, როცა ივანიშვილი პირდაპირ თუ ირიბად ზემოჩამოთვლილპერსონებს თავადაც აფინანსებდა შიგადაშიგ.
ამ ყველაფრის ფონზე მართლაც საოცარია, თუ რატომ გაუკვირდა ივანიშვილს მარგველაშვილის ორგულობა.
ფაქტია, რომ ივანიშვილი გაბრაზებულია, მაგრამ მას სადღეისოდ, გაცხარების გარდა, სხვა არანაირი მექანიზმი არ უპყრია ხელთ, რათა ზემოქმედება მოახდინოს მტრის ბანაკში გადაბარგებულ თანაგუნდელზე, რომელიც დღეს უკვე სააკაშვილის ყოფილი რეზიდენციიდან დამცინავი ირონიით პასუხობს მოქალაქე ივანიშვილს და ეს მხოლოდ და მხოლოდ ბიძინას ბრალია. მას ჰქონდა ილუზიები, რომ თვითონ წავიდოდა სამოქალაქო სექტორში, როგორც გურუ და უზენაესი თავმჯდომარე, დატოვებდა «ძლიერ მთავრობას», რომელიც მოახდენდა მისი პოლიტიკური კურსისა და ნება-სურვილების რეალიზებას. მილიარდერის ეს შეხედულება და იმედები რომ აბსურდული იყო, ამაზე ჩვენს გაზეთთან საუბარში ბატონი ალექსანდრე ჭაჭია იმთავითვე აცხადებდა: «საქართველო ჩინეთი არაადა არც ივანიშვილია დენსიაოპინი. ბიჭები, რომლებსაც იგი დაუტოვებსძალაუფლებას, ორიოდე თვეში დაივიწყებენ მის არსებობას. ჩაიგდებენ თუ არასახელმწიფო ბიუჯეტს ხელში, მათ აღარ დასჭირდებათ მისი სუბსიდიები. მასსაჭიროების შემთხვევაში მოუწევს, მიმართოს ამერიკის ელჩს, რათა მისიმეშვეობით მოახდინოს გავლენა გარკვეული საკითხების გადასაწყვეტად, მაგრამელჩსაც ეს ყველაფერი მალე მობეზრდება».
როგორც ჩანს, მარგველაშვილთან დაკავშირებით ელჩსაც მობეზრდა მედიატორობა და თავად მარგველაშვილსაც აღარ უნდა წინდების მქსოველი ხელის ბიჭის იმიჯი, ხოლო ივანიშვილმა მოიმკა ის, რაც დათესა; მაგრამ პარადოქსი ის არის, რომ მარგველაშვილს ხალხმა ერთადერთი მიზეზით _ ივანიშვილის დაჟინებული მოთხოვნის გამო _ მისცა ხმა და, თუ მის გამო ივანიშვილიც იმედგაცრუებულია, გამოდის, რომ უამისოდაც დასაჭურისებული (უფლებრივად) პრეზიდენტის ლეგიტიმურობა ნულის ტოლია. და ვინ აგებს ამაზე პასუხს? მარგველაშვილი? _ როგორ, ის ხუთი წლით პრეზიდენტია! ივანიშვილი? _ როგორ, ის რიგითი მოქალქეა, ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი!.. არადა, ბატონი ბიძინაპრემიერის პოსტიდან სანამ წავიდოდა, გვამუნათებდა, _ მე კი მივდივარ, მაგრამ ნუღელავთ, ძალიან ძლიერ გუნდს დავტოვებ და მთავრობის თითოეულ წევრზეპასუხს ვაგებო... ბიძინა ივანიშვილის «პირადი პასუხისმგებლობა» მაშინ ბევრმასაკმარისზე მეტ არგუმენტად მიიჩნია და არავინ მიაქცია ყურადღებას იმას, რომ ესმხოლოდ სიტყვიერი პასუხისმგებლობა იყო და მის უკან არაფერი იდგა, რაზეც ბატონი ალექსანდრე ჭაჭია წერდა კიდეც:
«რა ფორმის პასუხისმგებლობაზეა საუბარი? როგორ აგებს ივანიშვილი პასუხსთავისი გუნდის ნამოქმედარზე? გადადგომის შემდეგ ივანიშვილი იქნება რიგითიმოქალაქე, თანაც საფრანგეთის. უბედურება სწორედ ისაა, რომ ჩვენი მმართველები,თავიანთი შეუსრულებელი დაპირებების გამო, პასუხს არ აგებენ და ვერც აგებენ,რადგან მსგავსი პასუხისმგებლობის არანაირი მექანიზმი არ არსებობს. განაცხადოსივანიშვილმა ის პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პარამეტრები,რომლებიც მისმა მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სამი წლის შემდეგ, მერე კისაჯაროდ თქვას და ნოტარიალურადაც დაამოწმოს, რომ ამ პარამეტრებისშეუსრულებლობის შემთხვევაში იგი, როგორც სამთავრობო გუნდის საქმიანობაზეპასუხისმგებელი პირი, ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში საქართველოს თითოეულმოქალაქეს გადაურიცხავს ათას დოლარს. სულ 4 მილიარდი დოლარი გამოდის. აი,ეს იქნება მისი პირადი პასუხისმგებლობის რეალური ზომა. მზად არის ივანიშვილიასეთი პასუხისმგებლობისთვის?
შევარდნაძეს 10 წელი მიყავდა საქართველო კატასტროფების გზით და ყოველიახალი კატასტროფის წინ აცხადებდა: «მთელ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ».ეს ფრაზა სააკაშვილისგანაც ძალიან ხშირად გვესმოდა. ქვეყანა დააქციეს დადაშალეს, ეკონომიკა დაასამარეს, ხალხი გაძარცვეს და ვინმემ აგო პასუხი?»
როგორც ხედავთ, ივანიშვილი გადადგა, კოალიცია «ქართული ოცნება» «ნაცმოძრაობის» საქმის გამგრძელებლად უფრო ხშირად გვევლინება, ვიდრე ამომრჩევლის ნების აღმსრულებლად, არც ტერიტორიული მთლიანობის, არც სამართლიანობის აღდგენის, ეკონომიკის აღორძინების, დასაქმებისა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით არსებითი წინსვლა არ არის... პასუხისმგებელი კი, როგორც ყოველთვის, არ ჩანს, რადგანაც ივანიშვილი გადადგა, ის აღარ არის პოლიტიკურ პროცესებზეპასუხისმგებელი პირი, ხოლო იმ გუნდის გამო, რომელიც მან პირადიპასუხისმგებლობით დაგვიტოვა, პასუხს ასევე ვერ მოვთხოვთ, რადგან, მისისიტყვების გარდა, არანაირი სხვა მექანიზმი, ვაგებინოთ პასუხი, არ არსებობს.არადა, უპრიანი იქნებოდა, პარლამენტს ყურად ეღო ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზე ბატონი ალექსანდრე ჭაჭია ასევე საუბრობდა «საქართველო და მსოფლიოსთან»:
«მრავალი წელია, ვამბობ, რომ აუცილებელია კანონი მაღალი რანგის სახელმწიფომოხელეების საქმიანობის შედეგებზე მათი პირადი პასუხისმგებლობის შესახებ.სანამ ასეთი კანონი არ არსებობს, მე მოვუწოდებ ამომრჩევლებს, მოითხოვონკანდიდატებისგან თუნდაც საჯარო დაპირება, რომ, თუ ორი წლის შემდეგ იგი არწარმოადგენს თავისი საქმიანობის კონკრეტულ შედეგებს, მაშინ გადადგება.მაგალითად, კანდიდატი გპირდებათ, რომ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასაღადგენს, მოითხოვეთ მისგან საჯარო განცხადება, რომ, თუ იგი პირველი ორიწლის მანძილზე ორჯერ-სამჯერ მაინც არ ჩავა სოხუმში, არ შეხვდება იქაურხელმძღვანელობას, ადგილობრივ საზოგადოებას, არ ჩაატარებს მოლაპარაკებებს ამთემაზე მოსკოვთან, მაშინ გადადგება თავისი წინასაარჩევნო დანაპირებისშეუსრულებლობის გამო. გპირდებათ კანდიდატი მილიონ სამუშაო ადგილს _ ე.ი. 2წლის შემდეგ იგი ვალდებულია, წარმოადგინოს, თუ 400 ათასი არა, 200 ათასისამუშაო ადგილი მაინც; წინააღმდეგ შემთხვევაში, მან უნდა დატოვოსთანამდებობა და ა. შ. მოდით, ამ ხერხით მაინც ვცადოთ, ვაიძულოთპოლიტიკოსები, პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ მოვალეობებს».
დღეს, ამგვარი პასუხისმგებლობის შესახებ კანონის არარსებობას, სავარაუდოდ, მწარედ ნანობს ივანიშვილიც, რადგან მარგველაშვილი პირველი მერცხალია იმ პოლიტიკოსთა თუ ჩინოვნიკთაგან, რომლებიც დამოუკიდებლად ათას ხმასაც ვერ მოაგროვებდნენ, მაგრამ, რადგან ივანიშვილი ლოკომოტივად ჩაება, დღეს პარლამენტსა და მთავრობაში სხედან, თან უკვე ქედმაღლურად დაჰყურებენ რიგით მოქალაქედ ქცეულ პრემიერს და პირველივე ხელსაყრელი შემთხვევისთანავე შაურად გაყიდიან მას. აი, მაშინ კი _ როდესაც ამ ადამიანების მიმართ არათუ ვერაფერს გააწყობს, არამედ თავად აღმოჩნდება მათი სამიზნე, ივანიშვილი ნამდვილად ინატრებს კანონს პოლიტიკური პასუხისმგებლობის შესახებ...
ისე, ცნობისთვის: საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში ჩვენი გაზეთისმეშვეობით ალექსანდრე ჭაჭია სახელმწიფო ხელისუფლების სისტემაში მომავალიპრეზიდენტის როლის შესახებ ახალი ხედვით გამოვიდა და განაცხადა, რომპრეზიდენტი უნდა დავავალდებულოთ, დაკავდეს ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური და რუსულ-ქართული ურთიერთობების აღდგენის პრობლემით.
«თუ ხელისუფლებას სჭირდება ნომინალური პრეზიდენტი, რომელიც ოფიციალურივიზიტებით ევროპასა და ამერიკას ეწვევა და კულტურულ ღონისძიებებში მიიღებსმონაწილეობას, ასეთ თანამდებობას ჩვეულებრივ «სინეკურას» უწოდებენ: ადამიანიზის ხალხის კისერზე, იყენებს ყველა პრივილეგიას, სარგებლობს საყოველთაოპატივისცემით, ხოლო საქმიანობის კონკრეტულ შედეგებს მას არავინ სთხოვს.საქართველოში ასეთ თანამდებობაზე პრეტენდენტი ბევრია და მათგან ნაწილმაუკვე წარადგინა თავისი თავი, მაგრამ, თუ ამ თანამდებობას სასიცოცხლოდმნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაზე პასუხისმგელობით დავტვირთავთ დადავადგენთ, რომ ერთ-ორ წელიწადში პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს თავისისაქმიანობის კონკრეტული შედეგები, მაშინ ამ პოსტის დაკავების მსურველთარიცხვი მკვეთრად შემცირდება. ვთვლი, რომ ქართველ ერს არ გააჩნია სურვილი დაფუფუნება, რომ ძვირადღირებული მაღალჩინოსანი უსაქმური შეინახოს. ვთვლი,რომ ეს მაღალი რანგის პოსტი აუცილებლად კონკრეტული ამოცანების, მიზნებისმისაღწევად უნდა იქნას გამოყენებული», _ აცხადებდა ალექსანდრე ჭაჭია.
ჩვენმა გაზეთმა მხარი დაუჭირა ამ იდეას, გამოჰკითხა უამრავი ექსპერტი და ბევრიც დაეთანხმა საკითხის ამგვარად დასმას, თუმცა ამ შეთავაზებას ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. დღეს კი ნათელია, რომ იმ სქემით, რომელიც ივანიშვილმამოგვახვია თავს, მივიღეთ კიდევ ერთი უსაქმური მაღალი თანამდებობის პირი,რომელიც მოწყენილობისგან ქსოვასაც თავს ანებებს და მიზანმიმართულადმავნებლობს. იქნებ მმართველი გუნდის ივანიშვილისეულ ბირთვს ახლა მაინც უღირდეს დაფიქრება და აწონ-დაწონვა იმ მეტად საინტერესო შეთავაზებასა და იდეებზე, რომლებზეც თავის დროზე წინდაუხედავად თქვეს უარი?! ნათქვამია, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს...
http://geworld.ge/