Express News

ქალი რომელმაც პოლიციელები სცემა, ზესტაფონში დააკავეს


ნანა რ.-მ პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწია, მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მიერ 2014 წლის 18 მარტიდან ჯგუფის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ ჩადენილი წინააღმდეგობის, მუქარის ან ძალადობის ბრალდებით ძებნილი, 1986 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი ნანა რ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2013 წლის 31 მაისს თბილისში, სამღერეთის ქუჩაზე, ძარცვაში ბრალდებული პირის კახაბერ ფ-ს დაკავებისას პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწია, მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ 2014 წლის 20 თებერალს, ნანა რ-ს აღმკვეთ ღონისძიებად 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა. იგი განაჩენის გამოცხადების შემდეგ მიიმალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ნანა რ. მიმალვიდან ორ დღეში ქალაქ ზესტაფონში დააკავეს.

ამჟამად ნანა რ. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-5 დაწესებულებაშია შესახლებული.




წყარო http://newposts.ge/

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT