საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შალვა რამიშვილმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა.
"ძვირფასო მეგობრებო, უკვე სამ თვეზე მეტია ველაპარაკები ერთ-ერთ ტელევიზიას ამ უკანასკნელის ეთერში შოუს გაკეთების თაობაზედ. თვის ბოლოს ამ გადაწყვეტილებას ოფიციალურად გავაფორმებ. მანამდე კი ადმინისტრაციაში ვარ დაკავებული მიმდინარე საქმეების დამთავრებით.
P.S. ეს გადაწყვეტილება არაა დაკავშირებული პოლიტიკურ სიტუაციასთან. უბრალოდ ვუბრუნდები იმ ხელობას, რომელიც ჩინოვნიკობაზე უკეთ გამომდის. ამასთან, ვრჩები პრეზიდენტ მარგველაშვილის მხარდამჭერად და გულშემატკივრად", - წერს შალვა რამიშვილი.