Express News

მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სამებაში 20 აპრილამდე დარჩება


სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სამების საკათედრო ტაძარში აღდგომის დღესასწაულამდე, 20 აპრილამდე დარჩება. 
როგორც საპატრიარქოში განმარტავენ, მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებს სამებაში დღე-ღამის მანძილზე 70 ათასამდე ადამიანი მოილოცავს. აქედან გამომდინარე, პატრიარქის გადაწყვეტილებით, წმინდა ნაწილები სამებაში 23 მარტის შემდეგაც დარჩება, როგორც ეს ადრე იყო განსაზღვრული. 
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ანალოგიური გადაწყვეტილებაა მიღებული ბეთანიელი წმინდა მამების შესახებაც. ღირსი მამა იოანე (გიორგი) მხეიძისა და ღირსი იოანე მაისურაძის წმინდა ნაწილები ბეთანიის მონასტრის ღვთისმშობლის შობის ტაძარში აღდგომამდე იქნება დასვენებული. 
ამასთან, საპატრიარქოს ცნობით, დიდმარხვის ბოლოს, პატრიარქი მიიღებს გადაწყვეტილებას, სად იქნება წმინდა მამა გაბრიელის და ბეთანიელი მამების საბოლოო განსასვენებელი. შესაძლოა, ისინი აკლდამებში ჩაასვენონ. 

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT