ყოფილი პატიმრების ოჯახის წევრებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან, როლანდ ახალაიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებიახალაიას გასამართლებას მოითხოვდნენ.
მოგვიანებით მონაწილეებს „ნაციონალური მოძრაობის" მომხრეები დაუპირისპირდნენ, მათ „თავისუფლება ბაჩო ახალაიას" სკანდირებით აქციის ჩაშლა სცადეს.
მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. პოლიციის თანამშრომლებმა სიტუაციის განმუხტვა მალევე შეძლეს.